სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი (RBB) აცხადებს ვაკანსიას თვითდასაქმებულების სეგმენტის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.


პოზიციის მიზანი: თვითდასაქმებულების სეგმენტის პროცესების ოპტიმიზაცია და მათი შემდგომი განვითარება.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტები გაყიდვების პროცესის მართვა;

  • არსებული პროდუქტების პირობების და პროცესების გამართვა/გამარტივება/ცვლილება/ოპტიმიზირება;

  • ახალი პროდუქტების პირობების და პროცესების შედგენა/შეთანხმება/გამართვა;

  • საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების პორტფელის ზრდის/კლების კონტროლი, ტენდენციების გამოვლენა;

  • პერიოდული აქციების დაგეგმვა;

  • თვითდასაქმებულებისათვის სხვადასხვა არხებში საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების ხელმისავდომობის ზრდა

 

 

სავალდებულო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი, ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/მარკეტინგი/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;

 

 

სამუშაო გამოცდილება:

აუცილებელია ბიზნეს სესხების ან საკრედიტო რისკების განხრით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში.

 

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

 

  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად, ინგლისური და რუსული კარგად

  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • დროის მენეჯმენტი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • პრიორიტეტების განსაზღვრის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

  • ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;

  • საოფისე პროგრამების ცოდნა.


გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით.


წარმატებებს გისურვებთ!

გამოაგზავნეთ განაცხადი