საქართველოს ბანკის საოპერაციო დეპარტამენტი აცხადებს ტექნიკური მხარდაჭერის უმცროსი მენეჯერის ვაკანსიას.

 

პოზიციის მიზანია სს „საქართველოს ბანკი“-ს ინფრასტრუქტურულ სტანდარტების კონტროლი; ტექნიკური კუთხით ხარვეზების ინციდენტებზე რეაგირება და მათი აღმოფხვრის ვადებისა და ხარისხის კონტროლი.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

·       სამშენებლო-სარემონტო მიმართულებით ინცინდენტებზე დროული რეაგირება, ბანკის შიდა ჯგუფებს და გარე კონტრაქტორებს დავალებების გაცემა სამუშაოების შესასრულებლად.

·       ბანკის შიდა ჯგუფების და გარე კონტრაქტორების შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი

·       მართვის სისტემაში ინციდენტების მოგვარების ვადების კონტროლი ( წინასწარ განსაზღვრული ვადებით)

·       სამშენებლო-სარემონტო მიმართულებით არასტანდარტულ საკითხებზე მუშაობა, გარე და შიდა ჯგუფების ჩართვა და საკითხის ბოლომდე მიყვანა

·       ინფრასტრუქტურული მართვის სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერა საქმიანობების შესრულებისას და სამუშაო ჯგუფებთან პოზიტიური სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება.

·       სამშენებლო-სარემონტო მიმართულებით სისტემებთან მუშაობა და მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი;

·       კრიტიკული საკითხების გაზიარება პასუხისმგებელ პირებთან, მოგვარების ვადების კონტროლი და შიდა სამსახურებთან ეფექტური კომუნიკაცია

·       ინფრასტრუქტურული მიმართულებით გარე კონტრაქტორების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების მონიტორინგი, შეუსაბამობების განსაზღვრა და შესაბამისი ზომების მიღება

·       ბანკში არსებულ საწყობის პროგრამაში შესყიდვის მოთხოვნის გაფორმება.

·       ტექნიკურ ჯგუფებზე პროგრამულად მასალების გადანაწილება

·       პროგრამულად გახარჯული ინვენტარის გაწერა

 

სასურველი პროფაილი:

 

·       სამშენებლო-სარემონტო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

·       გამართული კომუნიკაციის უნარები, როგორც ვერბალური, ასევე წერითი.

·       გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი

·       სრული სურათის დანახვისა და ამავდროულად დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი

·       კომპიუტერული, საოფისე პროგრამების სრუყოფილი ცოდნა

·       სასურველია ქონდეს B - კატეგორიის მართვის მოწმობა.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 26 მაისი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით