სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურული უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტში, ტექნიკური მხარდაჭერის ოფიცრის თანამდებობაზე. ქალაქი - თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
· ბანკის ობიექტებზე უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური ხარვეზის/პრობლემის აღმოფხვრა
· ტექნიკური დავალების შესრულება და რეპორტების წარმოება
· ობიექტებზე არსებული დაცვითი სისტემების და ჩამწერი მოწყობილობების, როგორც პროგრამული, ასევე ტექნიკური გამართვა/გამართული მუშაობის კონტროლი
· უსაფრთხოების სისტემებთან , ჩამწერ მოწყობილობებთან და შეზღუდულ დაშვების სისტემებთან მუშაობა
სავალდებულო მოთხოვნები:
· სავალდებულოა მართვის მოწმობა (B კატეგორია , მექანიკური ავტოსატრანსპორტო მართვის მოწმობა ).
განათლება: უმაღლესი განათლება; სასურველია ტექნიკური მიმართულებით
სამუშაო გამოცდილება:
· უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის, მინიმუმ 6 თვიანი (ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით) მუშაობის გამოცდილება;
· ვიდეოსამეთვალყურეო კამერებთან მუშაობის გამოცდილება;
· სასურველია შეზღუდულ დაშვების სისტემებთან და უსაფრთხოების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
სამუშაო გრაფიკი: დღის სტანდარტული სამუშაო გრაფიკი
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
· გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· დროის ეფექტურად გადანაწილების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
· შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ
· თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
· საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
· ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად);
· სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო 8 ოქტომბერი, 2025.