„საქართველოს ბანკის“ ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერის   პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები:


·       ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად

·       ;ბანკის ობიექტზე სამუშაოების შესრულებისას ჯგუფის კოორდინირება, მონიტორინგი და შედეგების შეფასება;

·       ინცინდენტებზე რეაგირება - სერვის ჯგუფის, კონტრაქტორის, დაქირავებული ორგანიზაციის წარმომადგენლების დელეგირება, შესრულებული სამუშაოს შემოწმება/კოორდინაცია, ინცინდენტის შესრულების პროცესის მომინიტორინგი;

·       გეგმიური სამუშაოების პროცესის მონიტორინგი და კონტროლი.

·       კონტრაქტორებთან არსებული კონტრაქტების  თანახმად მათი მოვალოებების და პასუხისმგებლობების კოტროლი

·       საერთო ხარჯთაღრიცხვიდან შემსრულებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური ფორმა 2-ის შემოწმება, ანალიზი და დადასტურება;

·       მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელმძღვანელობას განსახილველად მიაწოდოს პრობლემების და საკითხების გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტები.

·       წარმოების პროცესისთვის საჭირო მასალების შეკვეთა/მარაგების კონტროლი და მართვა

·       პროექტის შესრულებისათვის საჭირო წარმოდგენილი ვადების ანალიზი/რეკომენდაციის გაცემა;

·        შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;

·        კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების და პროექტში სხვა ჩართული კომპანიების კოორდინაცია;

·       სარემონტო პროექტის პროცესების ზედამხედველობა (შესრულების ხარისხი, მასალის შესაბამისობა, პროექტთან თანხვედრა და სხვადასხვა სახის აქტების მომზადება);

·        პროექტში ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია/თანამშრომლობა;

·       შეასრულოს   ხელმძღვანელის სხვა დავალებები,  თავისი  კომპეტენციის ფარგლებში.

·      აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის განკარგულებით, მზად იყოს  სამუშაოს შესრულებისთვის  არასამუშაო საათებში,საგანგებო სიტუაციების დროს და სხვა აუცილებლობის შემთხვევაში.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, სასურველია სამშენებლო სფეროში.


სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია სამშენებლო საქმიანობის მიმართულებით  მინ. 1 წლიანი   გამოცდილება


აუცილებელი ცოდნა/უნარები:

  • საქართველოს ბანკის ბრენდი, საქართველოს ბანკის ძირითადი ბიზნეს მიმართულები და მათი საქმიანობა

  • კორპორატიული სტანდარტები: თანამშრომლების კორპორატიული სახელმძღვანელო და თანამშრომლის სავალდებულო ქცევასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი შიდა პოლიტიკები/სახელმძღვანელოები

  • ყველა სავალდებულო შიდა პოლიტიკა და რეგულაცია

  •   ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად);

  •  სასურველია ინგლისური, რუსული ან სხვა უცხო ენა

  •  კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Outlook, MS Power Point, MS Word

  • კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფა:

  • საერთო მოხმარების: HRMS,  M-File,

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 10 სექტემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.