ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
საქართველოს ბანკის ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტში ვეძებთ დაინტერესებულ კანდიდატებს ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე,
ძირითადი ფუნქციები:
1. ინკასაციის მიმართულების მართვაში არსებული საინკასაციო/მხარდაჭერის ავტოპარკის მართვა და თითოული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლებისა და გარბენის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
2. მანქანების გეგმიური ტექნიკური დათვალიერების პროცესის მხარდაჭერა;
3. დეპარტამენტის მიერ შესყიდული ახალი ავტომობილების/საინკასაციო მანქანების რეგისტრაციისა და განბაჟების პროცესში ჩართულობა ასეთის საჭიროებისას;
4. საინკასაციო მანქანების სპეც. აღჭურვილობით (ციმციმები) გამართვის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი ნებართვების მისაღებად საჭირო პროცესის ადმინისტრირება;
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
ავტოპარკთან მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის უნარი;
ორგანიზებულობა, დეტალების მიმართ ყურადღების გამახვილების უნარი;
გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
მოქნილობა გამოწვევებზე სწრაფად რეაგირების და შესაბამისად მოქმედების უნარი.
შემოგვიერთდი საქართველოს ბანკის გუნდში, რომ არასდროს გაჩერდე და მუდამ გქონდეს უსაზღვრო შესაძლებლობები!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 9 ივლისი 2025