თანამშრომელთა სერვისების და ადმინისტრაციული მხარდაჭერის ოფიცერი
სს „საქართველოს ბანკის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა სერვისების და ადმინისტრაციული მხარდაჭერის ოფიცრის პოზიციაზე.
ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის თანმაშრომელთა ადამინისტრაციული სერვისების სამსახურის მიზანია ბანკის და მისი შვილობილი კომპანიების მასშტაბით, ურთიერთობების სიმარტივის და ხელმისაწვდომობის გზით, HR ადმინისტრაციული სერვისების ეფექტიანად უზრუნველყოფა. ბიზნესების მხარდაჭერა და პარტნიორინგი.
ძირითადი ფუნქციებია:
· თანამშრომლის სახელშეკრულებო პროცესების უზრუნველყოფა და რეპორტინგი
· თანამშრომლების დანიშვნის, როტაციის, გათავისუფლების და სხვა ადმინისტრაციული პროცესების მართვა და მონიტორინგი
· ბიზნეს პორთფელის მართვა/პარტნიორინგი
· ბიზნეს მიმართულებებისთვის და მენეჯერებისთვის კონსულტაციის გაწევა და HR პროცესების მართვის მხარდაჭერა
· თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა და მხარდაჭერა
· ბიზნეს ამოცანების საჭიროების მიხედვით ახალი პორექტების განხორციელება
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აინტერსებს HR ადმინისტრაციული სერვისების მიმართულება, არის მოტივირებული, პროაქტიული, დეტალებზე ორიენტირებული, პასუხმგებლიანი და სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული.
სასურველი პროფილია:
· უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით
· მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR მიმართულებით, ადმინისტრაციული მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
· შრომის კოდექსის ცოდნა
· Ms Office პროგრამების ცოდნა
· სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
· სასურველია პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
· ორგანიზებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
· HR მიმართულებით მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას
· თანამშრომელზე და მუდივ განვითარებაზე ორიენტირებულ კულტურას
· მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს
· უსაზღვრო შესაძლებლობებს
გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის, 4 ივნისის ჩათვლით!