საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში, ტალანტების მართვის გუნდში, ვეძებთ ტალანტების მართვის უმცროს ოფიცერს.


ჩვენი გუნდი ზრუნავს თანამშრომელთა შეფასებასა და განვითარებაზე - ვმართავთ შეფასების პროცესებს, ვქმნით სხვადასხვა კარიერულ ეტაპზე მყოფ თანამშრომლებზე მორგებულ განვითარების პროგრამებს და ვაძლიერებთ ორგანიზაციაში უკუკავშირისა და უწყვეტი განვითარების კულტურას.


თუ გაინტერესებს ადამიანების განვითარება, მონაცემებთან მუშაობა და გსურს მრავალფეროვანი გამოცდილების მიღება ტალანტების მართვის მიმართულებით, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.


როლის შესახებ:

ტალანტების მართვის უმცროსი ოფიცერი ჩართული იქნება თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების პროცესების დაგეგმვაში, განხორციელებასა და შედეგების ანალიზში.


ძირითადი ფუნქციები


თანამშრომელთა შეფასება და უკუკავშირი:

  • კომპეტენციების 360°-იანი შეფასების, და Performance Management-ის პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

  • შეფასების ციკლების კოორდინაცია და პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი;

  • HR სისტემაში ინფორმაციის მართვა, სისტემის ტესტირება და პროცესების ტექნიკური მხარდაჭერა;

  • შეფასების პროცესში ჩართული თანამშრომლების მხარდაჭერა;

  • შეფასებისა და უკუკავშირის პროცესებისთვის საკომუნიკაციო მასალებისა და დამხმარე რესურსების მომზადება;

  • შეფასების შედეგების დამუშავებასა და ანალიზში მონაწილეობა.

ტალანტების განვითარება:

  • სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის განვითარების პროგრამებისა და ინიციატივების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

  • ტრენინგების, ვორქშოფების, ქოუჩინგისა და სხვა განმავითარებელი შესაძლებლობების მოძიებასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;

  • პროგრამის მონაწილეებთან, მენეჯერებთან, შიდა პარტნიორებსა და გარე პროვაიდერებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია;

  • პროგრამების ეფექტიანობის შეფასებაში მონაწილეობა — უკუკავშირის შეგროვება, მონაცემების დამუშავება და შედეგების ანალიზი.

კვლევა და ანალიტიკა

  • შეფასებისა და განვითარების პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, დამუშავება და რეპორტების მომზადება;

  • მონაცემების ანალიზი და ძირითადი ტენდენციებისა და პატერნების იდენტიფიცირება;

  • თანამშრომელთა და ორგანიზაციული საჭიროებების შესწავლაში და მიღებული მიგნებების საფუძველზე ახალი ინიციატივების შეთავაზებაში მონაწილეობა.


ვის ვეძებთ?

სასურველია ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება, განსაკუთრებით Talent Management, Learning & Development, Performance Management, HR Analytics ან HR პროექტების მიმართულებით.


ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • მონაცემთა ანალიზის უნარი და Excel-ის ცოდნა Advanced დონეზე;

  • ინტერესი ტალანტების მართვისა და თანამშრომელთა განვითარების მიმართ;

  • ანალიტიკური და კვლევითი აზროვნება;

  • რეპორტინგისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის უნარები;

  • ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;

  • ორგანიზებულობა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის უნარი;

  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

  • Performance Management-ის ან თანამშრომელთა შეფასების პროცესების შესახებ საბაზისო ცოდნა;

  • HR მართვის სისტემებთან (HRMS) მუშაობის გამოცდილება;

  • Power BI-ის ან მონაცემთა ვიზუალიზაციის სხვა ინსტრუმენტების ცოდნა.


    რას გთავაზობთ?

  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;

  • კეთილგანწყობილ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;

  • ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;

  • მობილურ ლიმიტს;

  • მრავალფეროვან კორპორაციულ შეთავაზებებსა და ღონისძიებებს.


თუ გსურს შენი კარიერა ადამიანების განვითარებას დაუკავშირო და მონაწილეობა მიიღო ისეთი გამოცდილებების შექმნაში, რომლებიც თანამშრომლებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში ეხმარება, გამოგვეხმაურე 2026 წლის, 27 აგვისტომდე.


გისურვებთ წარმატებას!

გამოაგზავნეთ განაცხადი