თაღლითობის რისკის მართვისა და კონტროლის მენეჯერი
სს "საქართველოს ბანკის" შიდა კონტროლის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას თაღლითობის რისკის მართვისა და კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე. დეპარტამენტის მიზანია თაღლითობის რისკის ეფექტიანი მართვა ბანკის მასშტაბით.
პოზიციის ძირითადი ფუნქციები:
საკრედიტო ოპერაციების ანალიზი და საეჭვო ტრანზაქციების იდენტიფიკაცია.
საკრედიტო პორტფელის აქტივების ინვენტარიზაცია და მონიტორინგი.
კლიენტებთან ან მესამე მხარეებთან შეხვედრები საბანკო ოპერაციების შესწავლის მიზნით.
თაღლითობის რისკების იდენტიფიკაცია და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება.
გაცემული სესხების ანალიზი და მონიტორინგი.
დარღვევების გამოსწორებისთვის საჭირო ღონისძიებების გაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსურ მენეჯმენტში, ბუღალტრულ აღრიცხვაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან ეკონომიკაში.
მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება დაკრედიტების ან რისკების მიმართულებით.
სავალდებულოა ბანკის რისკის მართვის პროცესის და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა.
Microsoft Office-თან მუშაობის გამოცდილება.
გამოხმაურებას ველით 2025 წლის, 30 მარტის ჩათვლით.