სს "საქართველოს ბანკის" შიდა კონტროლის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას თაღლითობის რისკის მართვისა და კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე არასაკრედიტო მიმართულებით.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალომბარდე საქმიანობის თაღლითობის რისკის პრევენციისა და დეტექციის მიზნით, შესაბამისი საკონტროლო გარემოს უზრუნველყოფა;

  • თაღლითობის საფრთხის მუდმივი მონიტორინგი, გამოვლენილი ინციდენტების ანალიზი და დაუყოვნებლივი რეაგირება;

  • სალომბარდე თაღლითობის გამომწვევი მიზეზების დადგენა, შეფასება და რისკების მიტიგაცია, საოპერაციო დანაკარგის მინიმიზაციის მიზნით;

  • არსებული თაღლითური სცენარების ტენდენციების შესწავლა და შესაბამისი პრევენციული მოდელების შემუშავება;

  • სტრატეგიის შესაბამისად, ნაღდი ფულისა და ფასეულობების ინვენტარიზაცია, თაღლითობისა და პროცედურული გადაცდომების იდენტიფიცირების მიზნით;

  • მივლინებების ფარგლებში ძვირფასი ლითონების და ქვების ადგილზე შემოწმება;

  • მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევის ინციდენტის მართვა, შესაბამისი რეკომენდაციების გაზიარება კონკრეტული ბიზნეს ერთეულისათვის და ამ რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;

  • თაღლითური/საეჭვო ინციდენტების აღრიცხვა და შესაბამისი რეპორტინგი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება: ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან/და სხვა მომიჯნავე მიმართულებით;

  • აუდიტის, რისკების ან/და საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინ. 2-წლიანი გამოცდილება;

  • ძვირფასი ლითონების და ქვების ექსპერტიზის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა;

  • Microsoft Office-პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა.


აუცილებელი უნარები:

  • პროცესების შეფასებისა და ანალიზის უნარი;

  • რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის უნარი;

  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;

  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

  • შედეგზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი.


გამოხმაურებას ველით 2026 წლის 15 ოქტომბრამდე.

გამოაგზავნეთ განაცხადი