„საქართველოს ბანკის“ ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული ობიექტების ენერგეტიკოსის   პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად

  • უზრუნველყოს ობიექტების ენერგოდანარდგარების და მოწყობილობების სწორი გამართული ექსპლუატაცია, ენერგორესურსებით მომარაგება და დროული შეკეთება;

  • მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელმძღვანელობას განსახილველად მიაწოდოს პრობლემების და საკითხების გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტები.

  • გააკონტროლოს ჯანმრთელობის  დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;

  • მისცეს დავალებები  კონტრაქტორ კომპნანიებს და გააკონტროლოს მათი შესრულება.

  • ორგანიზება გაუწიოს ენერგეტიკული მოწყობილობის და ენერგოსისტემების სწორ ტექნიკურ ექსპლუატაციას და დროულ შეკეთებას.

  • უზრუნველყოს  დიზელ - გენერატორის და უწყვეტი კვების წყაროს  სწორი და  უწყვეტი  ექსპლუატაცია, გამართული მუშაობა  და პერიოდული შემოწმება.

  • უზრუნველყოს ელ. კარადების და ელ. კვანძების დროული წმენდის კოორდინაცია

  • და სადენების დაცვის იზოლაციის შემოწმებასთან დაკავშირებული სამუშაოების კონტროლი;

  • ორგანიზება გაუწიოს დამიწების კონტურების პერიოდული გაზომვების და დიელექტრიკული საშუალებების გამოცდების უზრუნველყოფას.

  • აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის განკარგულებით, მზად იყოს  სამუშაოს შესრულებისთვის  არასამუშაო საათებში,საგანგებო სიტუაციების დროს და სხვა აუცილებლობის შემთხვევაში.

  • პასხუხისმგებელია ელექტრომეურნეობის ექსპლუატაციისთვის საჭირო ენერგეტიკული მოწყობილობის, მასალების და სათადარიგო ნაწილების შეძენის დროულ განაცხადზე და კოტროლზე;

  • განახორციელოს ენერგეტიკული ობიქტების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა.

  • გააკონტროლოს ენერგეტიკული მეურნეობის მომსახურებისთვის  კონტრაქტორ ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სამუშაო, შეამოწმოს კონტრაქტორის და მომწოდებლების მიერ მოწოდებული მომსახურების, მოწყობილობის და მასალების ხარისხი

  • პირადად დაიცვას შრომის დისციპლინა, შრომის შინაგანაწესი, უსაფრთხოების ტექნიკის, შრომის  და  გარემოს  დაცვის წესები, სახანძრო უსაფრთხოების წესები და მოითხოვოს პერსონალისგან მათი უპირობო შესრულება.

  • მონაწილეობს ელექტრო სისტემის რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციის პროექტების განხილვასა და შედგენაში, მოქმედი ენერგო ობიექტების რეკონსტრუქციასა და სტრატგიული ობიექტბის  პროქტებზე ტექნიკური დავალებებისა და ეფექტიანობის ამაღლებას გეგმის შედგენაში;

  • უზრუნველყოს სტრატეგიულ ობიექტებზე სარელეო დაცვის სისტემის მოწყობა და სწორი ექპლუატაცია;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი, ენერგეტიკის სფეროში

სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია სამშენებლო საქმიანობის მიმართულებით  მინ. 5 წლიანი   გამოცდილება

სავალდებულო ცოდნა/უნარები:

  • საქართველოს ბანკის ბრენდი, საქართველოს ბანკის ძირითადი ბიზნეს მიმართულები და მათი საქმიანობა

  • კორპორატიული სტანდარტები: თანამშრომლების კორპორატიული სახელმძღვანელო და თანამშრომლის სავალდებულო ქცევასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი შიდა პოლიტიკები/სახელმძღვანელოები

  • ყველა სავალდებულო შიდა პოლიტიკა და რეგულაცია

  •   ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად);

  •  სასურველია ინგლისური, რუსული ან სხვა უცხო ენა

  •  კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Outlook, MS Power Point, MS Word

  • კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფა:

  • საერთო მოხმარების: HRMS,  M-File,

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 18 ივლისი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით