ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


სს „საქართველოს ბანკის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის სწავლებისა და განვითარების პარტნიორობისა და სტრატეგიული პროექტების სამსახური აცხადებს ვაკანსიას Strategic Learning & Development Officer-ის პოზიციაზე.


სამუშაო მოვალეობები:

  • ბანკის ბიზნეს ერთეულების სასწავლო და განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება და ანალიზი, სტრატეგიული პარტნიორობა ხელმძღვანელებთან სწავლის ინიციატივების ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

  • სასწავლო საჭიროებების საფუძველზე მრავალკომპონენტიანი სასწავლო პროგრამების (ტექნიკური და Soft Skills) კონცეფციის შემუშავება და განხორციელება;

  • სასწავლო პროექტების სრული ციკლის მართვა: დაგეგმვა, ბიუჯეტირება, განხორციელება და შედეგების შეფასება;

  • ბანკის მასშტაბით სასწავლო პროგრამების სტრატეგიული მართვა, მონიტორინგი, მუდმივი გაუმჯობესება და ახალი ინიციატივების დაგეგმვა;

  • ციფრული სწავლების პლატფორმებისა და ონლაინ სწავლებაში თანამშრომელთა ჩართულობის სტრატეგიული მართვა;

  • სასწავლო ინიციატივების ეფექტიანობის შეფასება, რეპორტინგი და პროცესების უწყვეტი გაუმჯობესება;

  • სასწავლო პროგრამების, პოლიტიკებისა და სტანდარტების შემუშავებასა და სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;

  • გარე მომწოდებლებთან, ტრენერებთან და სასწავლო პლატფორმებთან თანამშრომლობა, ასევე დეპარტამენტის სტრატეგიული პროექტების ფარგლებში ოპერაციული და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.



სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ადამიანური რესურსების მართვის, ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების, განათლების ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში);

  • მინიმუმ 1.5 წლიანი გამოცდილება სწავლებისა და განვითარების, ორგანიზაციული განვითარების ან HR ბიზნეს პარტნიორობის მიმართულებით;

  • საბანკო სფეროში მუშაობის ან/და კომპლექსური პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.      


                                                         

ცოდნა და უნარები:

  • სასწავლო საჭიროებების დიაგნოსტიკისა და სასწავლო პროგრამების დიზაინის უნარი;

  • პროექტების დამოუკიდებლად მართვის, შიდა კონსულტირებისა და ფასილიტაციის უნარები;

  • მონაცემთა ანალიზისა და რეპორტინგის, ასევე ეფექტური პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარი;

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ენები:

  • ქართულ ენაზე გამართული საუბრის და წერის უნარი;

  • ინგლისური ენა: B2.

კომპიუტერული პროგრამები:

  • MS Office; (Word, Excel, PowerPoint, Outlook): ექსპერტის დონეზე;

  • მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების (მაგ. Power BI) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.


გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი, რომ არ გაჩერდე და ბოლომდე შეძლო შენი პოტენციალის გამოყენება.

გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის, 10 თებერვლის ჩათვლით!

გამოაგზავნეთ განაცხადი