სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზის დეპარტამენტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას SME საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციაზე ბათუმში.


სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება ფინანსური ანალიზის მიმართულებით.


სტაჟირების პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით და ჩართული იქნებით შემდეგ პროცესებში:

  • პროექტების ანალიზი და რისკიანობის შეფასება;

  • პროექტის ფინანსური ანგარიშგებების დამუშავება და ანალიზი;

  • ფინანსური მოდელების აწყობა და საპროგნოზო ფინანსების მომზადება;

  • კლიენტის მოთხოვნის დაზუსტება და ფინანსირების სტრუქტურირება;

  • საკრედიტო განაცხადის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

  • საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება;

  • პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგის პროცესში ჩართულობა.


რა არის საჭირო სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყოთ ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული (1-2 წლის) შემდეგი ან მომიჯნავე მიმართულებით: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა, მათემატიკა;

  • ფლობდეთ ფინანსებს საბაზისო დონეზე და იყოთ დაინტერესებული SME მიმართულებით განვითარებით;

  • გამოირჩეოდეთ კარგი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარებით.


პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობები:


  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან;

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი;

  • ანაზღაურებადი სტაჟირება;

  • პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში - საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა.


შერჩევის ეტაპები:

  1. რეზიუმეს საფუძველზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან;

  2. ტესტირება – ფინანსური და ანალიტიკური უნარების შეფასება;

  3. გასაუბრება

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა - 6 თვე

მზად ხარ ახალი შესაძლებლობისთვის? შეავსე განაცხადი, ატვირთე რეზიუმე და გამოაგზავნე ის 31 მაისის ჩათვლით.


გამოაგზავნეთ განაცხადი