სს „საქართველოს ბანკის“ შესყიდვების ეპარტამენტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას თბილისში.

 

რა არის საჭირო სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?


-          იყო ბაკალავრის საფეხურის IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე:  ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, იურიდული;

-          დაინტერესებული იყო შესყიდვების მიმართულებაში განვითარებით;

-          გქონდეს კარგი კომუნიკაციის, პრეზენტირების, ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;

- Excel და Powerpoint-ის მაღალ დონეზე ფლობა;


მიმართულების საქმიანობა: ესყიდვების განხორციელება, პროექტების მართვა და მონიტორინგი. მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება, ანგარიშსწორების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის უზრუნველყოფა.
 

პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობები:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის;

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან;

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი;

  • ანაზღაურება;

  • პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა;

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

-          კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;

-        საქმიანი კომუნიკაციები, მოლაპარაკებები და ურთიერთობების მართვა;

-          პრეზენტაციის უნარები;

-          გუნდური მუშაობა;

-          საოფისე და საბანკო პროგრამების გამოყენება; 


სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა - 6 თვე



შერჩევის საკონკურსო პროცედურა:

  1. რეზიუმეს საფუძველზე შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან;

  2. ტესტირება;

  3. გასაუბრება;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა : 30 დეკემბერი, 2024

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით