სს „საქართველოს ბანკის“ საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საშუალო ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე ბათუმში.


სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება გაყიდვების მიმართულებით.


სტაჟირების პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით და ჩართული იქნებით შემდეგ პროცესებში:

  • ბიზნეს კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.

  • მცირე და საშუალო ბიზნეს პროდუქტების გაცნობა.

  • გაყიდვების პროცესების მხარდაჭერა.

  • ფინანსური და საკრედიტო დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება.

  • ბაზრის კვლევა და პოტენციური კლიენტების მოძიება.

  • პროფესიული გარემოსა და საბანკო პროცესების პრაქტიკული გამოცდილების მიღება.


რა არის საჭირო სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყოთ ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული (1-2 წლის) შემდეგი ან მომიჯნავე მიმართულებით: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა, მათემატიკა;

  • ინტერესის ქონა საბანკო და გაყიდვების მიმართულებით;

  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოტივაცია განვითარებისათვის;


პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობები:


  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან;

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი;

  • ანაზღაურებადი სტაჟირება;

  • პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში - საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა.


 

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;

  • ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციების ინტერესებისა და მოტივაციის შეფასება;

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა - 6 თვე


მზად ხარ ახალი შესაძლებლობისთვის? შეავსე განაცხადი, ატვირთე რეზიუმე და გამოაგზავნე ის 31 მაისის ჩათვლით.


გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი