სს „საქართველოს ბანკის“ ორგანიზაციული რისკების დეპარტამენტი, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აქტივების შეფასების პროცესის და ხარისხის მონიტორინგის ჯგუფში


მიმართულების ძირითადი ფუნქციები:

  • შეფასების პროცესის ექსპერტიზა: შეფასების აქტების ხარისხის მონიტორინგი რეგულატორული, ბანკის შიდა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;

  • ბაზრის ანალიზი: სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით უძრავი ქონების ბაზრის დინამიური ანალიზი, მიკრო და მაკროეკონომიკური ფაქტორების შესწავლა, ბაზარზე არსებული კვლევების გაცნობა.

  • საშემფასებლო რისკის შეფასება: შეფასების პროცესისა და აქტების რეგულარული ანალიზი, შეფასების პოტენციური რისკების იდენტიფიცირების მიზნით. გამოვლენილი ხარვეზების გამომწვევი მიზეზების დადგენა, აღმოფხვრის გეგმის მომზადება და ესკალაცია.

  • მეთოდებისა და მოდელების ტესტირება და პოტენციური სისუსტეების გამოვლენა;

  • შეფასების მეთოდოლოგიისა და პროცესების განვითარებაში მონაწილეობა: არსებული პოლიტიკის და პროცესების განგრძობით დახვეწაზე ზრუნვა საერთაშორისო პრაქტიკების გათვალისწინებით;

  • ავტომატიზაცია: ეფექტურობის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და პროცესების განვითარებაში ჩართულობა.


სასურველი კანდიდატის პროფაილი:

  • კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

  • პრეზენტირების უნარები;

  • მონაცემებთან მუშობის და ანალიტიკური უნარები;

  • Excel-ის და PowerPoint-ის საშუალო დონეზე ცოდნა;


პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობები:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის;

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან;

  • უძრავი ქონების შეფასების და მონიტორინგის საკითხების შესწავლა;

  • პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა;  


სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა - 6 თვე


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4 მარტი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით