ს ,,საქართველოს ბანკის“ ფინანსური რესურსების მოზიდვის დეპარტამენტი იწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას


საქმიანობის აღწერილობა:

  • ახალი საკრედიტო რესურსის მოზიდვის პროცესში დახმარება;

  • სასესხო კაპიტალის გლობალურ ბაზრებზე, საკრედიტო პროდუქტებზე, მონაწილე მხარეებზე, დაკავშირებულ რეგულაციებზე სიახლეების მოძიება;

  • ეკონომიკის რეალური სექტორის იმ საჭიროებებზე მონაცემების განახლება, რაც შეიძლება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით გადაიჭრას;

  • სარეინტინგო სააგენტოებთან სამუშაო პროცესში მხარდაჭერა.

  • საკრედიტო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი დოკუმენტური ნაწილის მოწესრიგება;

  • გადახდების დროულად შესრულების მონიტორინგი;

  • მოზიდულ სასესხო პორტფელზე ინფორმაციის განახლება და კონტროლი;

  • საკრედიტო ინსტიტუტებთან პერიოდული და ერთჯერადი რეპორტინგი;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: III-IV კურსის სტუდენტი, კურსდამთავრებული (ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით).


სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • ფინანსური ბაზრების, საკრედიტო პროდუქტების და მონაწილე მხარეების შესახებ თეორიული განათლება;

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • MS Excel-ის ცოდნა;

  • ლოგიკური, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;

  • დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;

  • სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;

  • ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი.


შერჩევის საკონკურსო პროცედურა:

1.       რეზიუმეს საფუძველზე შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან;

2.       ზოგადი ტესტირება – ლოგიკური და ანალიტიკური უნარების შეფასება;

3.       პროფესიული დავალება / პრეზენტაცია;

4.       ინდივიდუალური გასაუბრება;


გელოდებით, მოგვიყევი შენ შესახებ!


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4 აგვისტო, 2025

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით