სტაჟირება - ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში
სს „საქართველოს ბანკის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი, შერჩევის და პროცესების მართვის სამსახურში აცხადებს სტაჟირებას
ჩვენ გთავაზობთ:
სტაჟირების პროცესში, პერსონალურ მენტორის მხარდაჭერით:
შერჩევის პროცესების პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებას და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
აქტიურ და დინამიურ გარემოში პროცესების მართვის გამოცდილების დაგროვებას;
პროექტების დაგეგმვის და წარმართვის უნარების გამომუშავება/განვითარებას;
მიმართულების ყოველდღიური საქმიანობა:
საოპერაციო პროცესების და მასობრივი პოზიციების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;
კანდიდატების მოზიდვის სხვადასხვა ღონისძიებები, შერჩევის პროცესის დაგეგმვა მხარდაჭერა;
არსებულ და პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია;
კანდიდატების მონაცემების დამუშავება და ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენა;
კანდიდატების არსებული და ახალი ბაზების დამუშავება,დახარისხება.
სასურველი კანდიდატის პროფაილი:
ვეძებთ ენერგიულ, კეთილგანწყობილ, ღია და უშუალო გუნდის წევრს , რომელიც ორიენტირებულია პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე, აქვს მოტივაცია და მზაობა აქტიურად ჩაერთოს ტალანტების მოზიდვის, შერჩევის პროცესში;
განათლება: უმაღლესი, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
ცოდნა და უნარები:
რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულებისა და მართვის უნარები;
მონაცემებთან მუშაობის და ანალიტიკური უნარები;
ორგანიზებულობა, დეტალების მიმართ ყურადღება;
კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარები.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა - 6 თვე
გელოდებით, მოგვიყევი შენზე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 25 ივნისი, 2025.