SOLO მოლარე - თბილისი (24 საათიანი ფილიალი)
SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას SOLO მოლარის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქციები:
ფულადი (საკასო) ოპერაციები ანგარიშებზე ფ/პ;
ფულადი გზავნილები;
აშშ ვიზის მოსაკრებელი;
ანაბრები ფ/პ;
ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების წარმოება;
დაზიანებული კუპიურების მიღება და მასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
სალაროს დღიური საბუთების ფორმირება;
ფულის ფორმირება;
სალაროს ავანსირება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
სამუშაო გამოცდილება: სავალდებულოა 2 წლიანი საბანკო გამოცდილება საოპერაციოს მიმართულებით.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.
სამუშაო გრაფიკი: მუშაობა 3 ცვლაში: 8:00-14:00, 14:00-20:00, 20:00-8:00 (თვეში დაახლოებით 6 ღამის ცვლა)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 13 სექტემბერი, 2024.