ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას SOLO მოლარის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი ფუნქციები:

  • ფულადი (საკასო) ოპერაციები ანგარიშებზე ფ/პ;

  • ფულადი გზავნილები;

  • აშშ ვიზის მოსაკრებელი;

  • ანაბრები ფ/პ;

  • ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების წარმოება;

  • დაზიანებული კუპიურების მიღება და მასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;

  • სალაროს დღიური საბუთების ფორმირება;

  • ფულის ფორმირება;

  • სალაროს ავანსირება.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

სამუშაო გამოცდილება:  სავალდებულოა 2 წლიანი საბანკო გამოცდილება საოპერაციოს მიმართულებით.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

  • ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;

  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;

  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 31 ივლისი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით