სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში, SOLO ლაუნჯის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

 

ძირითადი როლი:

  1. ლიდერობა

  • ლაუნჯის თანამშრომლების მოტივაციის ამაღლება, მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, დასახული მიზნების და გამოწვევების გადალახვაში მხარდაჭერა, მაგალითის მიცემა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.

  • ლაუნჯში საქმიანი, მეგობრული, პოზიტიური გარემოს შექმნა. გუნდის გაძღოლა და მხარდაჭერა, მიზნის მიღწევა ნაკლები სტრესის და მეტი ეფექტურობის გზით.

  • თანამშრომლების წარმოდგენა, მათი ხმის გაზიარება ბიზნეს და პროფესიულ გარემოში არსებული გამოწვევების თუ შეფერხების ესკალაციის და მოგვარების კუთხით.

2.    ბიზნესის განვითარება  

  • დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა.

  • დასახული ამოცანების მიღწევის მიზნით: ლაუნჯის სამოქმედო გეგმის შემუშავება, ლაუნჯის პოტენციალის განვითარებაზე ზრუნვა.

  • ფართო ხედვა პრემიუმ საცალო სეგმენტის ბიზნესის განვითარებაზე, კონკურენტული გარემოს შესახებ დაკვირვებების წარდგენა, მზაობა და ჩართულობა სოლო ბიზნესის განვითარების კუთხით.

  • სოლო მომსახურების უნიკალურობის გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის, იქნება ეს ადგილობრივი მნიშვნელოვანი თუ სხვა საერთაშორისო კლიენტი. 

3.    მართვა

  • დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით ლაუნჯის საქმიანობის მართვა, მის შედეგებსა და იერსახეზე ზრუნვა.

  • ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი პარამეტრების შესრულების უზრუნველყოფა, გუნდის ლიდერების თუ ინდივიდუალური კონტრიბუტორების მენეჯმენტის საშუალებით. ყოველდღიური საქმიანობის პროცესში წარმოშობილი შეფერხების ესკალაცია, საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება გაზიარება.

 

სასურველი პროფაილი:

  • გაყიდვების და მოლარაპარების წარმოების უნარი;

  • კლიენტსა დაა მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

  • მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენის და შემდგომი განხორციელების უნარი;

  • პრობლემების იდენტიფიცირების და დროულად გადაჭრის უნარი;

  • მზრუნველი, თამამი, საკუთარ თავის და გუნდის წევრების განვითარებაზე ორიენტირებული;

  • ენები: ინგლისური და რუსული;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი