ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას SOLO ბანკირების გუნდის ლიდერი თბილისში.


ძირითადი ფუნქციები:

  • ბიზნეს გარემოს განვითარების შესაბამისად, დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ბიზნეს პროცესების ცვლილების/ოპტიმიზირების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადების წარმოდგენა უშუალო მენეჯერთან;

  • უშუალო მენეჯერთან ერთად, მონაწილეობს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის წლიური ბიუჯეტის ფორმირების და შესრულების კონტროლის პროცესში;

  • პერსონალის ხარჯების დაგეგმვა: ხელფასი, ბონუსი, ვაკანსიები, განვითარება/ტრენინგები;

  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან და შიდა მარეგულირებლებთან, კომპანიის შესაბამისი სტანდარტების და პროცედურების მიხედვით;

  • უშუალო მენეჯერთან ერთად, დაქვემდებარებული პერსონალის პროცესების ( შერჩევა, როტაცია, ბენეფიტები, გათავისუფლება და ა.შ.) მართვა;

  • თანამშრომელთა განვითარება: ქოუჩინგი/მენტორინგი, შესრულების შეფასება და საჭირო ტრეინინგების განსაზღვრა;

  • არსებულ და პოტენციურ სოლო მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება, კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;

Level: პროფესიონალი B - ფრონტი


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი - ფინანსები, საბანკო საქმე, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება  .

სამუშაო გამოცდილება: სავალდებულოა 2 წლიანი საბანკო გამოცდილება ბანკში საოპერაციო, ბიზნეს და საცალო დაკრედიტების მიმართულებით.                                   

 

სამუშაო დრო

  • ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00;

  • შაბათი - 10:00 – 14:00;

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 12 მაისი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით