სსსაქართველოს ბანკისვადაგადაცილებული საკრედიტო პორტფელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიასSoft Collection-ის მიმართულების კოორდინატორის პოზიციაზე(. თბილისი).


ჩვენ ვეძებთ:

გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც შეძლებსSoft Collection-ის მიმართულების სტრატეგიულ და ოპერაციულ მართვას, გუნდის განვითარებას და პორტფელის ეფექტიანობის ზრდას. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება როგორც ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაზე, ისე ადამიანური რესურსების მართვასა და შედეგების მიღწევაზე.


პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობები:

• Soft Collection-ის მიმართულების სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება
გუნდის მართვა, განვითარება და შესრულების მუდმივი მონიტორინგი
ბიზნეს პროცესების ანალიზი, ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ზრდის ინიცირება
  პორტფელის ხარისხის მართვა, KPI-ების განსაზღვრა და შედეგების ანალიზი
კლიენტთა სეგმენტაციის სტრატეგიის განსაზღვრა და პრიორიტეტების მართვა
ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა, მათ შორის რესტრუქტურიზაციის პროცესების კოორდინაცია
მაღალი რისკის/თაღლითური შემთხვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცესების მართვა
ანგარიშგება მენეჯმენტთან და შიდა მარეგულირებელ ერთეულებთან
თანამშრომელთა მოტივაციის, ჩართულობისა და განვითარების უზრუნველყოფა(ქოუჩინგი, მენტორინგი)
ეთიკის სტანდარტებისა და კომპანიის პოლიტიკების დაცვა და დანერგვა


ჩვენ გთავაზობთ:

კონკურენტულ ანაზღაურებას(ფიქსირებული+ შედეგზე დაფუძნებული ბონუსი)
ლიდერული განვითარების შესაძლებლობას და პროფესიულ ზრდას
სტრატეგიულ პროექტებში ჩართულობას და გადაწყვეტილებების მიღების რეალურ გავლენას
თანამშრომლობაზე დაფუძნებულ, დინამიურ სამუშაო გარემოს




საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი განათლება(ბიზნესი, ფინანსები ან შესაბამისი სფერო)

სამუშაო გამოცდილება:
მინიმუმ2–3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება(სასურველია ფინანსურ სექტორში )
გუნდის მართვისა და შედეგების მიღწევის პრაქტიკული გამოცდილება

უნარები:
ლიდერული და გადაწყვეტილების მიღების ძლიერი უნარები
ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა
ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი
პროცესების მართვა და ოპტიმიზაციის გამოცდილება
საოფისე პროგრამების ცოდნა
ინგლისური ენის ცოდნა(სასურველია)


შემოგვიერთდით საქართველოს ბანკის გუნდში და მართეთ მიმართულება, რომელიც ქმნის რეალურ ბიზნეს შედეგს!


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 16 მაისი, 2026

გამოაგზავნეთ განაცხადი