სს„საქართველოს ბანკის“ ვადაგადაცილებული საკრედიტო პორტფელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიასSoft Collection-ის მიმართულების კოორდინატორის პოზიციაზე(ქ. თბილისი).


ჩვენ ვეძებთ:

გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც შეძლებსSoft Collection-ის მიმართულების სტრატეგიულ და ოპერაციულ მართვას, გუნდის განვითარებას და პორტფელის ეფექტიანობის ზრდას. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება როგორც ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაზე, ისე ადამიანური რესურსების მართვასა და შედეგების მიღწევაზე.


პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობები:

• Soft Collection-ის მიმართულების სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება
• გუნდის მართვა, განვითარება და შესრულების მუდმივი მონიტორინგი
• ბიზნეს პროცესების ანალიზი, ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ზრდის ინიცირება
•  პორტფელის ხარისხის მართვა, KPI-ების განსაზღვრა და შედეგების ანალიზი
• კლიენტთა სეგმენტაციის სტრატეგიის განსაზღვრა და პრიორიტეტების მართვა
• ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა, მათ შორის რესტრუქტურიზაციის პროცესების კოორდინაცია
• მაღალი რისკის/თაღლითური შემთხვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცესების მართვა
• ანგარიშგება მენეჯმენტთან და შიდა მარეგულირებელ ერთეულებთან
• თანამშრომელთა მოტივაციის, ჩართულობისა და განვითარების უზრუნველყოფა(ქოუჩინგი, მენტორინგი)
• ეთიკის სტანდარტებისა და კომპანიის პოლიტიკების დაცვა და დანერგვა


ჩვენ გთავაზობთ:

• კონკურენტულ ანაზღაურებას(ფიქსირებული+ შედეგზე დაფუძნებული ბონუსი)
• ლიდერული განვითარების შესაძლებლობას და პროფესიულ ზრდას
• სტრატეგიულ პროექტებში ჩართულობას და გადაწყვეტილებების მიღების რეალურ გავლენას
• თანამშრომლობაზე დაფუძნებულ, დინამიურ სამუშაო გარემოს




საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება:უმაღლესი განათლება(ბიზნესი, ფინანსები ან შესაბამისი სფერო)

სამუშაო გამოცდილება:
• მინიმუმ2–3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება(სასურველია ფინანსურ სექტორში )
• გუნდის მართვისა და შედეგების მიღწევის პრაქტიკული გამოცდილება

უნარები:
• ლიდერული და გადაწყვეტილების მიღების ძლიერი უნარები
• ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა
• ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი
• პროცესების მართვა და ოპტიმიზაციის გამოცდილება
• საოფისე პროგრამების ცოდნა
• ინგლისური ენის ცოდნა(სასურველია)


შემოგვიერთდით საქართველოს ბანკის გუნდში და მართეთ მიმართულება, რომელიც ქმნის რეალურ ბიზნეს შედეგს!


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 მაისი, 2026

გამოაგზავნეთ განაცხადი