საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტში სოციალური მედიის მენეჯერს ვეძებთ.

საქართველოს ბანკში, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა - შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის მეტად ათვისებაში.


სოციალური მედიის მენეჯერი ის ადამიანია, რომელიც მუდმივად თვალს ადევნებს ციფრულ ტრენდებს, სხვა გუნდებთან ერთად გეგმავს კომუნიკაციას პროდუქტებბსა და სერვისებზე, აღასრულებს მარკეტინგულ კამპანიებს, აანალიზებს შედეგებს და ყოველთვის ეძებს შთაგონებას.

 

სოციალური მედიის მენეჯერს ბევრი საინტერესო საქმე აქვს:

  • კონკრეტულ არხზე მორგებული სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმის განსაზღვრა;

  • ციფრული მედია არხების მართვა და კონტენტის განთავსება;

  • კონტენტ კალენდრის შექმნა;

  • კამპანიების შექმნა და დაგეგმვა;

  • კონტენტის შედეგების მონიტორინგი;

  • კონტენტის ვიზუალური მიმართულების განსაზღვრა ბრენდ მენეჯერთან ერთად.

 


ჩვენი აზრით, სოციალური მედიის მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:

 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • კარგი ანალიტიკური უნარები;

  • შესაძლებლობების სწრაფად იდენტიფიცირების უნარი;

  • მუდმივი შექმნის და მოქმედების სურვილი;

  • ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის უნარი;

  • ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი და მათი მხარდაჭერის მზაობა;

  • შედეგზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვა, აღსრულება და შედეგების გაუმჯობესება.

 


თუ თვლი რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოხმაურებას დაველოდებით 2024 წლის 2 სექტემბრამდე.

გამოაგზავნეთ განაცხადი