ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.



სს ,,საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზის დეპარტამენტი, აცხადებს ვაკანსიას SME საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციაზე, ქ. ქუთაისში.


ძირითადი მოვალეობები: 

 

  • პროექტების ანალიზი და რისკიანობის შეფასება;

  • პროექტის ფინანსური ანგარიშგებების დამუშავება და ანალიზი;

  • საჭიროების შემთხვევაში ფინანსური მოდელების აწყობა და საპროგნოზო ფინანსების მომზადება;

  • კლიენტის მოთხოვნის დაზუსტება, ფინანსირების სწორი სტრუქტურირება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების რეკომენდება;

  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;

  • საკრედიტო რისკების დროული აღმოჩენა და რეაგირება;

  • პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგი;

  

სავალდებულო მოთხოვნები:  


განათლება: 

უმაღლესი განათლება: ეკონომიკა / ფინანსები / ბიზნესის ადმინისტრირება / მათემატიკა.


სამუშაო გამოცდილება: 

ბანკში, აუდიტში ან ფინანსების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება 



სავალდებულო ცოდნა, უნარები: 


  • ძირითადი ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე ცოდნა და ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი; 

  • MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები –აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;

  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.



გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი, აღმოაჩინე და განავითარე შენი პოტენციალი, არასდროს რომ არ გაჩერდე!




დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 აპრილი, 2025

გამოაგზავნეთ განაცხადი