სს ,,საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზის დეპარტამენტი, აცხადებს ვაკანსიას SME საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციაზე, ბათუმში.


ძირითადი მოვალეობები: 

 

  • პროექტების ანალიზი და რისკიანობის შეფასება;

  • პროექტის ფინანსური ანგარიშგებების დამუშავება და ანალიზი;

  • საჭიროების შემთხვევაში ფინანსური მოდელების აწყობა და საპროგნოზო ფინანსების მომზადება;

  • კლიენტის მოთხოვნის დაზუსტება, ფინანსირების სწორი სტრუქტურირება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების რეკომენდება;

  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;

  • საკრედიტო რისკების დროული აღმოჩენა და რეაგირება;

  • პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგი;

  

სავალდებულო მოთხოვნები:  


განათლება: 

უმაღლესი განათლება: ეკონომიკა / ფინანსები / ბიზნესის ადმინისტრირება / მათემატიკა.


სამუშაო გამოცდილება: 

ბანკში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით.

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები: 


  • ძირითადი ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე ცოდნა და ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი; 

  • MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები –აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;

  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 2025 წლის 29 ოქტომბერი.

გამოაგზავნეთ განაცხადი