საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტში, ვეძებთ  SME პორტფელური რისკების ანალიტიკოსს.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მაჩვენებლებისა და ტენდენციების ანალიზი;

  • საკრედიტო პოლიტიკების, წესებისა და სკორინგული მოდელების გავლენის შეფასება პროდუქტის შედეგებზე;

  • პროდუქტების ეფექტიანობის შეფასება დამტკიცების მაჩვენებლის, დეფოლტის სიხშირის, რისკის ღირებულებისა და სხვა ძირითადი ინდიკატორების საფუძველზე;

  • ანალიტიკური დასკვნების მომზადება და შედეგების წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის;

  • ავტომატიზებული დაკრედიტების პროდუქტებისა და გადაწყვეტილების მიღების სისტემების განვითარებაში მონაწილეობა.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის, სტატისტიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მონათესავე მიმართულებით;

მინიმუმ 2 წლის გამოცდილება მონაცემთა ანალიზის, საბანკო საქმიანობის, საკრედიტო რისკების ან ბიზნესანალიზის მიმართულებით;

საკრედიტო პორტფელის ხარისხის მაჩვენებლების საბაზისო ცოდნა

  • SQL-ისა და Excel-ის კარგი ცოდნა (სავალდებულო);

  • Power BI-სთან ან სხვა BI ინსტრუმენტებთან, Python-თან და AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;

  • DWH / Data Mart კონცეფციების ცოდნა სასურველია;

  • ქართულ და ინგლისურ ენებზე მკაფიოდ და ლაკონურად წერის უნარი;

უპირატესობად ჩაითვლება:საკრედიტო პროდუქტების, სკორინგული მოდელებისა და ავტომატიზებული დაკრედიტების პროცესების ცოდნა; პროდუქტის განვითარებაში, ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა ან ტექნოლოგიური ცვლილებების დანერგვაში მონაწილეობა.


ცოდნა და უნარები:

  • მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის ეფექტიანი გადმოცემის (data storytelling) უნარი: რთული ანალიტიკური მიგნებების მკაფიოდ და დამაჯერებლად წარდგენა როგორც ტექნიკური, ისე არატექნიკური აუდიტორიისთვის;

  • ბიზნესპროცესების ანალიზისა და გააზრების უნარი და ბიზნესკონტექსტის საკრედიტო რისკისა და პროდუქტის მოთხოვნებად გარდაქმნა;

  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, დეტალებზე ორიენტაცია;

  • გუნდური მუშაობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; რამდენიმე ამოცანისა და პრიორიტეტის პარალელურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი.


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.


გამოაგზავნეთ განაცხადი