საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა, თანამშრომლებს მივცეთ საშუალება, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები. ჩვენი შიდა ჩართულობის გუნდი ამ პროცესში საკვანძო როლს ასრულებს, რადგან ის ქმნის და ავითარებს ჯანსაღ კორპორაციულ კულტურას, ხელს უწყობს თითოეული თანამშრომლის ჩართულობასა და განვითარებას.


საქართველო ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტში ვეძებთ შიდა ჩართულობის ციფრულ მენეჯერს.


შიდა ჩართულობის ციფრული მენეჯერი პასუხისმგებელია შიდა საკომუნიკაციო პლატფორმების სტრატეგიულ მართვასა და განვითარებაზე. მისი მთავარი მიზანია თანამშრომლების ჩართულობის გაზრდა, შიდა ციფრული არხების მეშვეობით კორპორაციული კულტურის გაძლიერება და ბანკის მასშტაბით ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.


ძირითადი მოვალეობები:


  • შიდა საკომუნიკაციო პლატფორმისთვის კამპანიების სტრატეგიული დაგეგმვა და განხორციელება.

  • ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობა მათი საკომუნიკაციო საჭიროებების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი გადაწყვეტების შეთავაზების მიზნით.

  • თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ინოვაციური ციფრული აქტივობებისა და ინიციატივების შემუშავება და მართვა.

  • შიდა აუდიტორიაზე მორგებული, საინტერესო და მრავალფეროვანი კონტენტის შექმნის პროცესის კოორდინაცია (დიზაინერებთან, კონტენტის კრეატორებთან და სხვა ჩართულ გუნდებთან ერთად).

  • შიდა საკომუნიკაციო პლატფორმის მუდმივი მონიტორინგი, მისი განვითარების ტენდენციების კვლევა და ახალი ფუნქციონალის ბანკის საჭიროებებზე მორგება.

  • ჩატარებული კამპანიებისა და აქტივობების ეფექტიანობის ანალიზი, შედეგების რეპორტინგი და რეკომენდაციების შემუშავება. 

 

აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარები:

  • სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, სოციალური მედიის მენეჯმენტის ან/და ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით

  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი

  • სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების მართვის უნარი

  • ერთდროულად რამდენიმე პროექტის ეფექტიანად მართვის უნარი

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ორგანიზაციული პასუხისმგებლობა

  • გუნდური მუშაობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის უნარი

 

სასურველი კვალიფიკაცია:

  • მობილურით ვიდეო კონტენტის გადაღება/მონტაჟის გამოცდილება

  • ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების სამუშაო პროცესებში გამოყენების ცოდნა და გამოცდილება

  • ციფრული კოლაბორაციისა და დაგეგმვის ინსტრუმენტებთან (მაგ., Trello, Zoom, Slack) მუშაობის გამოცდილება

 

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე

 

გამოხმაურებას ველით 2026 წლის 5 ივნისამდე!

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით