საქართველოს ბანკის შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტში ვეძებთ შესყიდვების მხარდაჭერის ჯგუფის უფროსს, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვების პროცესის ეფექტიან მხარდაჭერას, გუნდის მართვასა და რეპორტინგის ხარისხიანად წარმართვას.

შენი ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება:

  • შესყიდვების მხარდაჭერის პროცესებთან დაკავშირებული ანგარიშგების წარმოება და რეპორტინგი;

  • მომწოდებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და პირობების შეთანხმება;

  • ხელშეკრულებების აღრიცხვის მონიტორინგი;

  • გუნდის საქმიანობის ვადების კონტროლი და რეაგირება;

  • შესყიდვებთან დაკავშირებული შიდა პროცესების და სქრინინგის კონტროლი;

  • ფინანსური რისკების თავიდან აცილება – დავალიანებების მონიტორინგი RS.ge პლატფორმაზე.

შენგან ველით:

  • მინიმუმ 4 წლიან სამუშაო გამოცდილებას შესყიდვების/ლოჯისტიკის ან დაკავშირებულ სფეროში;

  • ბაკალავრის ხარისხს ან სტუდენტის სტატუსს;

  • ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უნარებს;

  • ეფექტურ კომუნიკაციას როგორც ვერბალურად, ისე წერილობით;

  • MS Office-ის კარგი ცოდნას;

  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

რას გაძლევს პოზიცია:

  • გუნდთან ერთად სტრატეგიულ ამოცანებზე მუშაობის შესაძლებლობას;

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას;

  • წვდომას კორპორატიულ ტრენინგებზე და ციფრულ სასწავლო პლატფორმებზე.

თუ ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და მზად ხარ გუნდის მართვისა და სისტემური პროცესების დასახვეწად — გელოდებით საქართველოს ბანკში!


გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით!


გამოაგზავნეთ განაცხადი