სს „საქართველოს ბანკის“ ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე შესყიდვების და მხარდაჭერის სამსახურში.


ძირითადი ფუნქციები:

  • საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის იდენტიფიცირება;

  • მომწოდებლების შესახებ კვლევების წარმოება და შემდეგი პარამეტრების შეფასება: საქონლისა და მომსახურების ღირებულება, ხარისხი და მიწოდების სისწრაფე;

  • მარაგების მართვა;

  • ბანკში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების დაცვა და აღსრულება;

  • ლოკალურ და საერთაშორისო მომწოდებლებთან და მწარმოებლებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, სტრატეგიის შემუშავება, მართვა და მოწოდებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;

  • სახელშეკრულებო ღირებულებების პერიოდული გადახედვა და საბაზრო ფასებთან შედარებითი ანალიზის წარმოება;

  • პროდუქციის ფასების ანალიზი და მომავალ აქტივობებზე მათი გავლენის შეფასება;

  • ანგარიშგებების წარმოება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

  • ყოველკვარტალური და წლიური შესყიდვების სამოქმედო გეგმის შემუშავება;

  • ბიუჯეტირება, ხარჯების ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი.


განათლება და სამუშაო გამოცდილება:

  • ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულების ბაკალავრიატის კურსდამთავრებული ან მაგისტრატურის სტუდენტი;

  • შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება.


ცოდნა და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემების დამუშავების უნარი;

  • ბაზრის ტენდენციების ცოდნა და მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვა;

  • დროის ეფექტური მენეჯმენტი


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით!


გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით