სს „საქართველოს ბანკის“ შესაბამისობისა და სამართლებრივი რისკების მართვის სამსახური, აცხადებს ვაკანსიას შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე.

 


ძირითადი ფუნქციები:

  • ინტერესთა კონფლიქტისა და ეთიკის საკითხების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მოკვლევა და ანალიზი;

  • ბანკში არსებული პროცესების გაუმჯობესებასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების დანერგვაში მონაწილეობა;

  • ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭირო პოლიტიკა/პროცედურების იდენტიფიცირებასა და შექმნაში მონაწილეობა;

  • ბანკის სხვა მიმართულებების მხარდაჭერა და რეკომენდაციების გაცემა ინტერესთა კონფლიქტისა და ეთიკის საკითხებთან დაკავშირებით;

  • ბანკში არსებული პროცესების განხილვა/ანალიზი ინტერესთა კონფლიქტისა და ეთიკის საკითხებთან დაკავშირებული რისკების გამოვლენის,  შეფასებისა და მართვის მიზნით;


 

სავალდებულო მოთხოვნები:

 

გამოცდილება:

 

შესაბამისობის ოფიცრის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ერთი წელი, სასურველია საფინანსო სექტორში ან იურიდიულ ფირმაში მუშაობის გამოცდილება.

 

განათლება:

უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით

 

სავალდებულო ცოდნა:

  • ენები: ინგლისური ენა სრულყოფილად

  • კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office

 

უნარები:

  • გუნდურად მუშაობის უნარი;

  • არგუმენტირებული/დამაჯერებელი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;

  • კრიტიკული აზროვნება;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ორგანიზებულობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;


 

შერჩევის საკონკურსო პროცედურა:

  1. რეზიუმეს საფუძველზე, შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან;

  2. გასაუბრება;

  3. წერითი დავალება/პრეზენტაციის მომზადება.

 

                              

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 20 სექტემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.