სს „საქართველოს ბანკის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას შესაბამისობის აუდიტის სამსახურში შესაბამისობის აუდიტორის პოზიციაზე, რომელიც შიდა აუდიტის გუნდის წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ბანკსა და მის ჯგუფში შემავალ კომპანიებში შესაბამისობის (ე. წ. Compliance) მიმართულებით დაგეგმილ აუდიტის პროექტებში.
ძირითადი ფუნქციები:
ფინანსური სექტორის მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოსთან შესაბამისობის (მათ შორის, AML/CFT კანონმდებლობის) მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ კვლევის განხორციელება (შიდა პროცედურების შესწავლა, საერთაშორისო პრაქტიკების მოძიება);
აუდიტის პროცესში შესრულებული სამუშაოს შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების და დეპარტამენტის შიდა პოლიტიკა/ პროცედურების შესაბამისად განხორციელება და დოკუმენტირება;
ინტერვიუებისა და „walkthrough”-ს საფუძველზე შესამოწმებელი პროცესების შესწავლა;
შესამოწმებელი პროცესის ცალკეული რისკებისა და კონტროლების საოპერაციო ეფექტურობის ტესტირება;
შემოწმების პროცესში იდენტიფიცირებული ხარვეზების ჩამოყალიბება და დოკუმენტირება;
აუდიტორული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საოპერაციო, IT და ფინანსური აუდიტის სამსახურების მხარდაჭერა ცალკეული შემოწმების ჭრილში შესაბამისობის/სამართლებრივი რისკების და კონტროლების იდენტიფიცირებისა და კონტროლების ტესტირების პროცესში;
აუდიტის ცალკეული მიმართულებების ჭრილში რისკის ინდიკატორების შემუშავების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება/სერტიფიცირება:
ბაკალავრის ხარისხი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სამართლის მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება:
შესაბამისობის და/ან აუდიტის და/ან იურიდიული მიმართულებით და/ან ფინანსურ სექტორში სხვა რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
ცოდნა, უნარები:
შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
ძირითადი საბანკო ბიზნეს პროცესების ცოდნა;
საქართველოს კანონმდებლობის (განსაკუთრებით საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების) სიღრმისეული ცოდნა და მათი განმარტებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა, პრობლემის აღმოჩენის და დროულად გადაჭრის უნარი;
ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი;
ინოვაციური, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა;
კომპანიის შესაბამისი მიმართულების პროდუქტებისა და პროცესების ზოგადი ცოდნა;
სამუშაო პროცესის უწყვეტად წარმართვისათვის საჭირო მონაცემების მოპოვების და ანალიზის უნარი;
წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი.
ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად);
სასურველი უცხო ენა - [ინგლისური]
კომპიუტერული პროგრამები: MS Office
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 11 ივლისი, 2025