სს „საქართველოს ბანკის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას შერჩევის ოფიცრის პოზიციაზე.
შერჩევის ოფიცრის როლი მოიცავს:
ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც კარგად იცნობს დასაქმების თანამედროვე ბაზარს, მუდმივად ორიენტირებულია პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე, არის კეთილგანწყობილი, ენერგიული, ღია და უშუალო.
კარგად ესმის კომპანიის სტრატეგია და შესაბამისად ახდენს სამიზნე კანდიდატების იდენტიფიცირებას, მოზიდვას, შეფასებას, შერჩევასა და ონბორდინგს; მუდმივად ზრუნავს კანდიდატებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და მათთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნაზე.
აქვს მზაობა და სურვილი აქტიურად ჩაერთოს ტალანტების მოზიდვის, შერჩევის და შემდგომი განვითარების პროცესში.
ტალანტების მოზიდვის ოფიცრის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• არსებულ და პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია;
• ბიზნესის საჭიროებების ანალიზი, კონსულტირება და გადაწყვეტის საუკეთესო გზების შეთავაზება;
• ტალანტების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;
• შერჩევის პროცესის ციკლის სრულყოფა და გაუმჯობესება;
• კანდიდატების გამოცდილების ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება, იდეების გენერირება, პროცესების დახვეწა და გამარტივება;
• ტალანტების მოზიდვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ტალანტების მოზიდვის ოფიცრის სასურველი პროფაილი:
• აქვს პერსონალის შერჩევის/ტალანტების მოზიდვის მიმართულებით მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება,
უპირატესობა მიენიჭებათ მასობრივი პოზიციების შერჩევის პროცესში გამოცდილ კანდიდატებს;
• მოტივირებულია, კანდიდატს შეუქმნას საუკეთესო გამოცდილება - კეთილგანწყობილია, ყურადღებიანია, გამოხატავს დახმარების მზაობას, ღიაა და უშუალო, აბრუნებს დროულ და სრულყოფილ უკუკავშირს;
• შეუძლია რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება და მართვა;
• აქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);
• აფასებს კონფიდენციალობის დაცვას.
გელოდებით, მოგვიყევი შენზე.
გამოხმაურებას ველოდებით 2 ივლისის ჩათვლით. წარმატებები!