სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს დროებითი პროექტის ფარგლებში ვაკანსიას  შემფასებლის თანამდებობაზე კახეთის რეგიონში.


 ძირითადი ფუნქციები:

  • უძრავი ქონების შეფასება;

  • შეფასების ავტორიზება;

  • გასაჩივრებული შეფასებების გადახედვა და შესაბამისი უკუკავშირის დაბრუნება შემფასებელთან/დამკვეთთან;

  • ქონების მდგომარეობის განსაზღვრა, ქონების ღირებულებაზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის განსაზღვრა;

  • ბაზრის ანალიზი;

  • შეფასების დასკვნის მომზადება.


პროექტის ხანგრძლივობა : 6 თვე;


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი.


სამუშაო გამოცდილება: შემფასებლის პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;

მოქმედი- უძრავი ქონების შეფასების სერტიფიკატი (სასურველია მოძრავიც);

 

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • კომუნიკაციის უნარი (წერითი და ვერბალური);

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • ენები: ქართული თავისუფლად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 7 ივლისი, 2025


გამოაგზავნეთ განაცხადი