ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა
სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს დროებითი პროექტის ფარგლებში ვაკანსიას შემფასებლის თანამდებობაზე აჭარის რეგიონში.
ძირითადი ფუნქციები:
უძრავი ქონების შეფასება;
შეფასების ავტორიზება;
გასაჩივრებული შეფასებების გადახედვა და შესაბამისი უკუკავშირის დაბრუნება შემფასებელთან/დამკვეთთან;
ქონების მდგომარეობის განსაზღვრა, ქონების ღირებულებაზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის განსაზღვრა;
ბაზრის ანალიზი;
შეფასების დასკვნის მომზადება.
aანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან სტუდენტი;
გამოცდილება : მინიმალური - 6 თვე
სამუშაო გამოცდილება: შემფასებლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება შემდეგი მიმართულების ; სამშენებლო, აუდიტორული კომპანია, ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სხვა მომიჯნავე სფეროები
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
უძრავი ქონებაზე გავლენის მომხდენი ფაქტორების გაბსაზღვრის ცოდნა და ანალიზის უნარი
საკადასტრო რუკების, აზომვითი ნახაზების კითხვა
გუნდური მუშაობის უნარი;
ენები: ქართული თავისუფლად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 15 სექტემბერი, 2025.