სს "საქართველოს ბანკის" ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სერვისის განვითარების კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქციები:
დეპარტამენტის ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება;
სერვისის განვითარების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ოპტიმიზაციის ამოცანების იმპლემენტაციის პროცესის მხარდაჭერა და მართვა;
დეპარტამენტის მართვაში არსებულ პროცესებში გამოვლენილი ხარვეზების ანალიზი და შესაბამისი გაუმჯობესებების ინიცირება, როგორც პროცედურული, ასევე ტექნიკური ამოცანების სახით;
ფულის და ფასეულობის დეპარტამენტის სახელით IT ამოცანების მართვა, ფუნქციონალის განვითარების პროცესში მონაწილეობა და განახლებების ძირითად გარემოში რეალიზაციის მხარდაჭერა;
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი
სამუშაო გამოცდილება:
ბიზნეს პროცესების და ლინის ტრანსფორმაციის მართვის დეპარტამენტში, რისკების მიმართულებით ან საკრედიტო ადმინისტრირების დეპარტამენტში სამუშაო გამოცდილება ან/და პროექტების და პროცესების მართვის გამოცდილება - მინიმუმ ერთი წელი;
პროცედურული და/ან ინსტრუქციული დოკუმენტების შექმნასთან დაკავშირებული პროცესის მართვის გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება
კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
ლიდერული უნარები;
პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 30 სექტემბერი, 2025.