საქართველოს ბანკი ეძებს ანალიტიკური აზროვნების მქონე პროფესიონალს, რომელიც ბანკის ერთ-ერთი პროდუქტის მიმართულებით გააანალიზებს მომგებიანობას, შეაფასებს ახალი პროდუქტების ეკონომიკურ მიზანშეწონილობას, მონიტორინგს გაუწევს არსებული პროდუქტების დინამიკას და ამ ყველაფერს პროდუქტის მომგებიანობის ზრდაზე ორიენტირებულ ქმედით ინიციატივებად აქცევს.


რას გააკეთებ


პროდუქტის მომგებიანობის ანალიზი

  • მიმართულების პროდუქტების მომგებიანობის ანალიზი პროდუქტის ჭრილში: შემოსავლები, პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები, მარჟა

  • პროდუქტების მომგებიანობის შედარებითი ანალიზი და მომგებიანობის ძირითადი დრაივერების იდენტიფიცირება

  • საფასო პოლიტიკისა და პროდუქტის პირობების გავლენის შეფასება მომგებიანობაზე

ახალი პროდუქტების შეფასება

  • ახალი პროდუქტების cost-benefit ანალიზი: მოსალოდნელი შემოსავლები, ხარჯები, საჭირო ინვესტიცია და უკუგების ვადა

  • ფინანსური მოდელებისა და სცენარების შემუშავება

  • ახალი პროდუქტის გაშვების შემდგომ ფაქტობრივი შედეგების შედარება თავდაპირველ პროგნოზთან და გადახრების ანალიზი

არსებული პროდუქტების მონიტორინგი

  • პროდუქტების დინამიკის რეგულარული მონიტორინგი ყველა კუთხით: გაყიდვები, მოცულობები, მომგებიანობა, ფასები, მომხმარებლების აქტიურობა და შენარჩუნება

  • მონიტორინგის დეშბორდებისა და რეპორტინგის ინსტრუმენტების შექმნაში მონაწილეობა

  • ტრენდებისა და ანომალიების დროული გამოვლენა და მათი მიზეზების ანალიზი

  • კამპანიების ეფექტიანობის შეფასება პროდუქტის გაყიდვებსა და მომგებიანობაზე

ინიციატივების გენერირება

  • პროდუქტის მომგებიანობის ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება: საფასო ცვლილებები, პროდუქტის პირობების ოპტიმიზაცია, ხარჯების ოპტიმიზაცია, სეგმენტაცია

  • ინიციატივების ფინანსური ეფექტის წინასწარი შეფასება და დანერგვის შემდგომ შედეგების მონიტორინგი

  • ანალიზის შედეგებისა და რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვის


რას მოიტან


განათლება და გამოცდილება

  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსური მენეჯმენტის, დატა ანალიტიკის, ეკონომიკის ან მსგავს სფეროში

  • 4 წლამდე გამოცდილება შესაბამის ფუნქციონალურ სფეროში; სასურველია საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება ანალიტიკოსის ან მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე

  • ფინანსური მოდელირებისა და cost-benefit ანალიზის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად


ტექნიკური უნარები

  • MS Excel - მაღალ დონეზე (მათ შორის ფინანსური მოდელირება)

  • PowerPoint - მაღალ დონეზე

  • SQL - სასურველია

  • Power BI - სასურველია


კომპეტენციები

  • ანალიტიკური აზროვნება: კომპლექსური ფინანსური მონაცემებიდან ქმედითი დასკვნების გამოტანის უნარი

  • ფინანსური ცოდნა: პროდუქტის ეკონომიკის, საფასო სტრატეგიებისა და ბიზნეს მოდელირების სიღრმისეული გაგება

  • ინიციატივიანობა: პროდუქტის გაუმჯობესების შესაძლებლობების დამოუკიდებლად დანახვა და იდეების შედეგამდე მიყვანა

  • კომუნიკაცია და პრეზენტაცია: შედეგების ნათლად წარდგენა სხვადასხვა დონის აუდიტორიისთვის

  • ორგანიზებულობა: პრიორიტეტების ეფექტური მართვა და ვადებში მუშაობა

  • გუნდურობა: სხვადასხვა გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა საერთო შედეგების მისაღებად


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 30 ნოემბერი 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი