სს „საქართველოს ბანკის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას IT აუდიტის ჯგუფში, Senior IT აუდიტორის პოზიციაზე,
ძირითადი ფუნქციები:
აუდიტის პროცესში შესრულებული სამუშაოს შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების და დეპარტამენტის შიდა პოლიტიკა/ პროცედურების შესაბამისად განხორციელება და დოკუმენტირება;
მარტივი და საშუალო სირთულის აუდიტორული პროექტის დამოუკიდებლად მართვა/განხორციელება;
აუდიტორული შემოწმების დაგეგმვა, მიზნ(ებ)ის და შემოწმების ფარგლების განსაზღვრა (Audit Plan, Risk&Control Matrix, Risk Assessment, Sampling) შესამოწმებელი პროცესების შესახებ კვლევის განხორციელება (შიდა პროცედურების შესწავლა, საერთაშორისო პრაქტიკების მოძიება);
აუდიტორული შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაციის იდენტიფიკაცია, შეგროვება, ანალიზი, შეფასება და დოკუმენტირება;
პირველადი მონაცემების სანდოობისა და სისრულის შემოწმება (completeness, accuracy);
ინტერვიუებისა და „walkthrough”-ს საფუძველზე შესამოწმებელი პროცესების შესწავლა;
შემოწმების პროცესში იდენტიფიცირებული ხარვეზების ჩამოყალიბება და დოკუმენტირება;
აუდიტორული შემოწმების ფარგლებში იდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო სამოქმედო გეგმების შეთანხმება ბიზნესს ოპერაციულ მენეჯმენტთან (დეპარტამენტის დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სამსახურის უფროსი, ჯგუფის უფროსი,);
აუდიტორული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დავალებების შესრულება; გეგმით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ყოველკვირეული ანგარიშგება ჯგუფის უფროსთან და დეპარტამენტის დირექტორთან; აუდიტის თითოეულ ეტაპზე შესრულებული სამუშაოს შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების და დეპარტამენტის შიდა პოლიტიკა/ პროცედურების შესაბამისად განხორციელების ხარისხის უზრუნველყოფა (მ.შ. იდენტიფიცირებული ხარვეზების შესაბამისი აუდიტორული მტკიცებულების მოპოვება);
ოპერაციული, შესაბამისობის, ფინანსური სამსახურების და მოდელების აუდიტის ჯგუფის მხარდაჭერა ცალკეული შემოწმების ჭრილში IT რისკების და კონტროლების იდენტიფიცირებისას, კონტროლების ტესტირებისას;
აუდიტის ცალკეული მიმართულებების ჭრილში რისკის ინდიკატორების შემუშავების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის ან სხვა ტექნიკური მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება:
მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT აუდიტის ან მომიჯნავე სფეროში.
ცოდნა, უნარები:
ანგარიშების, დასკვნების, მემორანდუმების და სხვა შიდა სამსახურეობრივი ფორმების წერილობით მომზადების და პროფესიული მიმოწერის კარგად განვითარებული უნარები;
დაგეგმვის და პროექტის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი;
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა, პრობლემის აღმოჩენის და დროულად გადაჭრის უნარი;
ინოვაციური, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
კანონმდებლობაში, სტანდარტებში, პროცედურებში, საუკეთესო პრაქტიკების მოძიებისა და გაანალიზების უნარი;
კვლევის დამოუკიდებლად განხორიელების უნარი (კანონმდებლობა, სტანდარტები, პროცედურები, საუკეთესო პრაქტიკები);
უკუკავშირის მიმღებლობის / დაბრუნების უნარი;
ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად);
სასურველი უცხო ენა - [ინგლისური]
სასურველია IT/IS Management & Monitoring tool-ებთან მუშაობის გამოცდილება(Infrustructure/Network/Log/IT Service management/Security and compliance.. management tools).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 8 სექტემბერი, 2025