ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
სს ,,საქართველოს ბანკის“ მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას Senior Customer Journey Manager-ის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
მონაცემთა დამუშავება სხვადასხვა ჭრილში და მომხმარებლების პერსონიფიკაცია;
პროექტების ინიცირება & მართვა
Cost Benefit & Success Metric-ების ანალიზი
მომხმარებლის მოგზაურობის რუკის შედგენა (customer journey mapping);
მომხმარებლისა და კომპანიის შეხების წერტილების (touchpoints) შეფასება და ანალიზი;
მომხმარებლისთვის მტკივნეული წერტილების (pain points) იდენტიფიცირება;
მომხმარებლის მტკივნეული წერტილების, სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით სამომავლო რუკის შედგენა;
მომხმარებლების კონვერსიის ზრდაზე ზრუნვა;
მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული სერვისების თუ პროდუქტების შექმნა;
მარკეტინგის მიმართულებასთან მჭიდრო კომუნიკაციით, ტარგეტირებული მარკეტინგის წარმოება.
სავალდებულო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება მარკეტინგში, კვლევით ორგანიზაციაში ან მომხმარებლის კმაყოფილების გაუმჯობესების მიმართულებით;
გამოცდილება customer journey mapping-ში;
ბიზნეს პროცესების ანალიზის ტექნიკების ცოდნა;
Miro/Lucidchart/Click Up ან მსგავს ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
Lean Six Sigma სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ძლიერი ანალიტიკური უნარები; MS. Excel / Power BI
მომხმარებლის სურვილების და საჭიროებების იდენტიფიცირების გამოცდილება კვლევებზე დაყრდნობით;
შესაძლებლობების სწრაფად აღმოჩენის უნარი;
ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის გამოცდილება;
ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი და მათი მხარდაჭერის მზაობა;
კომუნიკაციის უნარები;
საბანკო პროდუქტების და სერვისების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი, რომ არ გაჩერდე და ბოლომდე შეძლო შენი პოტენციალის გამოყენება.
გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის, 15 ოქტომბრის ჩათვლით!