სს „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სექტორის ოფიცრის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავი ობიექტების ტერიტორიაზე პატრულირება;
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური რეაგირება;
ობიექტზე მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შსს ან/და სხვა სამხედრო დანაყოფებში.
ცოდნა და უნარები:
მართვის მოწმობა სავალდებულოა;
სასურველია სახანძრო უსაფრთხოების და წესების ცოდნა;
ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
თავაზიანობა, სწორი გადამისამართება.
ჩვენ გთავაზობთ:
სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველწლიურ ბონუსს (გამომუშავებით);
კომფორტულ სამუშაო სივრცეს;
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 26 დეკემბერი, 2024.