სს „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სექტორის ოფიცრის თანამდებობაზე ქ. ბათუმში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დასაცავი ობიექტების ტერიტორიაზე პატრულირება;

  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

  • უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური რეაგირება;

  • ობიექტზე მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება;

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შსს ან/და სხვა სამხედრო დანაყოფებში.


ცოდნა და უნარები:

  • მართვის მოწმობა სავალდებულოა;

  • სასურველია სახანძრო უსაფრთხოების და წესების ცოდნა;

  • ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;

  • ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;

  • თავაზიანობა, სწორი გადამისამართება.


ჩვენ გთავაზობთ:

  • სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველწლიურ ბონუსს (გამომუშავებით);

  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს;

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 30 ნოემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით