სს „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სწრაფი რეაგირების და ინსპექტირების ოფიცრის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

 

დასაქმების შემთხვევაში, შენი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

  • სამუშაო/არასამუშაო საათებში ბანკის კუთვნილი ობიექტების უსაფრთხოების დაცვა/პატრულირება (თბილისი);

  • ბანკში დაფიქსირებული საგანგებო/საგანგაშო ვითარების დროს ოპერატიული მხარდაჭერა, კომპეტენციის ფარგლებში;

  • არასამუშაო საათებში ბანკის კუთვნილი ობიექტების გაღება-დაკეტვის უზრუნველყოფა;

  • არასამუშაო საათებში ბანკის კუთვნილ ობიექტებზე სამშენებლო, სარემონტო, პროფილაქტიკური, დასუფთავების ან/და სხვა ნებისმიერ სამუშაო პროცესზე დასწრება და კონტროლი უფლებამოსილების ფარგლებში;

  • ბანკის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა/მხარდაჭერა;

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება: სავალდებულოა უმაღლესი განათლება.

სამუშაო გამოცდილება: სავალდებულოა მინ. 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება სამართალდამცავ ორგანოებში, სპეც სამსახურებში და დაცვის სამსახურებში.


ცოდნა და უნარები:

  • საქართველოს კონსტიტუცია (პიროვნების უფლებები და და თავისუფლებები)

  • ადმინისტრაციული სამართალი

  • სისხლის სამართალი

  • ფუდ-ის მიერ ყველა დამტკიცებული ინსტრუქციების და წესების ცოდნა.

  • ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;

  • ემოციური წონასწორობა, ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;



ჩვენ გთავაზობთ:

  • სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველწლიურ ბონუსს (გამომუშავებით);

  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს;

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 26 დეკემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით