საქართველოს ბანკიაცხადებს საზაფხულო სტაჟირებას სტუდენტებისთვის, რომლებიც განათლებას იღებენ საზღვარგარეთ.


რას მოიცავს პროგრამა?

სტაჟირების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, პროფესიონალი გუნდისა და მენტორების ჩართულობით, მიიღოთ გამოცდილება გამოწვევებით სავსე, მრავალფეროვან გარემოში, გაეცნოთ როგორ ფუნქციონირებს ბანკის თქვენთვის საინტერესო მიმართულება და ჩამოაყალიბოთ ღირებული ურთიერთობები.


სტაჟირების ფარგლებში თითოეული მონაწილე ჩაერთვება კონკრეტული დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში და იმუშავებს პროფესიონალ გუნდთან ერთად. სტუდენტს ეყოლება მენტორი, რომელიც ხელს შეუწყობს მის განვითარებას, განუსაზღვრავს ამოცანებს და გაუზიარებს უკუკავშირს. პროგრამა იძლევა შესაძლებლობას, პრაქტიკულად შეისწავლოთ ბანკის კონკრეტული მიმართულება, გაიუმჯობესოთ პროფესიული უნარები და განსაზღვროთ თქვენი კარიერული ინტერესები.

გამოცდილების მიღება შესაძლებელია შემდეგ მიმართულებებში:

  • გლობალური საბანკო ბიზნესი

  • ხაზინის დეპარტამენტი

  • საშუალო ბიზნესის გაყიდვები – სტრატეგიული განვითარება

  • SME ბიზნესის საკრედიტო ანალიზის დეპარტამენტი

  • პრემიალური საცალო საბანკო ლოიალურობისა და პრივილეგიების მიმართულება

  • სწავლებისა და განვითარების პარტნიორობის და სტრატეგიული პროექტების მიმართულება

  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულება

  • პროდუქტის მარკეტინგი

  • Java დეველოპმენტი

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • ირიცხებოდეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ უნივერსიტეტში

  • იყოთ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი

  • გაინტერესებდეთ საფინანსო სექტორი

  • გამოირჩეოდეთ მოტივაციითა და ენთუზიაზმით

  • გქონდეთ ძლიერი კომუნიკაციის უნარები

რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  • რეზიუმეების გადარჩევა

  • ორეტაპიანი გასაუბრება ადამიანური კაპიტალის მართვის და შესაბამისი ბიზნესმიმართულების წარმომადგენელთან.

*რიგ შემთხვევებში, მიმართულების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლოა დაემატოს შერჩევის კიდევ ერთი ეტაპი.

დამატებითი დეტალები:

  • ხანგრძლივობა:4-დან 8 კვირამდე (თარიღები ინდივიდუალურად შეთანხმდება შერჩეულ კადიდატებთან)

  • ფორმატი:სრულად ადგილზე / ჰიბრიდული (მიმართულების მიხედვით) — საქართველოს ბანკის სათავო ან სხვა ოფისი, თბილისი.

  • საზაფხულო სტაჟირებით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 22 მაისის ჩათვლითშეავსოთ განაცხადი, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე და, სურვილის შემთხვევაში, მოკლე სამოტივაციო წერილი, რომელშიც გაგვეცნობით და მოგვიყვებით თქვენი ინტერესების შესახებ.

*გაითვალისწინეთ: გასაუბრებები ტარდება აპლიკაციების მიღების პარალელურად, ამიტომ რეკომენდირებულია განაცხადის ადრიანად გამოგზავნა.


მიმართულებების საქმიანობა:


გლობალური საბანკო ბიზნესი - მიმართულება ფოკუსირებულია უცხოურ და ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობებზე და საერთაშორისო ოპერაციებზე. სტაჟირებისას შესაძლებელია პროცესების გაცნობა, როგორიცაა გადარიცხვები, რეპორტინგი და პარტნიორული კოორდინაცია,  ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და ვაჭრობა-ფინანსირების პროდუქტების მხარდაჭერა.


ხაზინის დეპარტამენტი - დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს ბანკის ლიკვიდობის მართვას და სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების განხორციელებას, მათ შორის, სავალუტო ოპერაციებს, ფულად ბაზრებსა და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს. მიმართულების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რომელშიც ჩაერთვება სტაჟიორი, არის მომსახურება სავალუტო ოპერაციების ნაწილში, რაც გულისხმობს კომუნიკაციას და სავალუტო კურსების შეთავაზება/შეთანხმებას ტრანზაქციების შესასრულებლად.


საშუალო ბიზნესის გაყიდვები - სტრატეგიული განვითარება- მიმართულება ფოკუსირებულია საშუალო ბიზნესკლიენტების გამოცდილების გაუმჯობესებაზე, სერვის მოდელის განვითარებასა და მომგებიანი ზრდის მხარდაჭერაზე. საქმიანობაში შედის სტრატეგიული პროექტების მართვა, KPI და მოტივაციის სისტემების დანერგვა, სერვის მოდელის გაუმჯობესება, შიდა კომუნიკაციის გაძლიერება, მონაცემთა ანალიზი და ძირითადი პროცესების ოპერაციული მხარდაჭერა.


SME ბიზნესის საკრედიტო ანალიზის დეპარტამენტი - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს SME საკრედიტო პროექტების ანალიზსა და შეფასებას. აღნიშნული პროცესი მოიცავს პროექტის ფინანსური ანგარიშგებების დამუშავებას, ფინანსურ ანალიზს, შეფასებას, მოდელირებასა და საკრედიტო განაცხადების მომზადებას.


პრემიალური საცალო საბანკო მიმართულების ლოიალურობისა და პრივილეგიების მიმართულება - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს SOLO და WM კლიენტებისთვის ლოიალურობის პროგრამებისა და პრივილეგიების შემუშავებასა და მართვას. ეს პროცესი მოიცავს მომხმარებელთა ლოიალურობის ზრდის მასტიმულირებელი კამპანიების დაგეგმვას, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას, ღონისძიებების ორგანიზებასა და მათი შედეგების ანალიზს.


სწავლებისა და განვითარების პარტნიორობის და სტრატეგიული პროექტების მიმართულება - მიმართულება ფოკუსირებულია ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების შესაბამისი სასწავლო საჭიროებების იდენტიფიცირებაზე, სწავლების სტრატეგიის დაგეგმვასა და პარტნიორული ინიციატივების მართვაზე, რის საფუძველზეც ქმნის და ახორციელებს მიზნობრივ სასწავლო პროგრამებს. ის უზრუნველყოფს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას ორგანიზაციაში. მიმართულება მუდმივად აფასებს განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შედეგებს, ამ საქმიანობით ის ხელს უწყობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ორგანიზაციული შესაძლებლობების ზრდას და ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებას.


კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულება - მიმართულების მთავარი მიზანია ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის აღსრულება პრიორიტეტული მიმართულებებით: განათლება, დასაქმება და ბიზნესის მხარდაჭერა. სამსახურის საქმიანობა მოიცავს თემატური პროექტებისა და მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვასა და მართვას, იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზების ხელშესაწყობად, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან.


პროდუქტის მარკეტინგი - მიმართულების საქმიანობა ფოკუსირებულია მომხმარებლის ინტერესებზე ზრუნვასა და მათი საჭიროებების შესაბამისად საბანკო პროდუქტების განვითარებაზე. ეს პროცესი მოიცავს პროდუქტის სრულ ციკლსა და მასთან დაკავშირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას. სამსახურის საქმიანობა ასევე მოიცავს მომხმარებლის ქცევის ანალიზს, საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას და მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის გაზომვას.


Java დეველოპმენტი- მიმართულების საქმიანობა ფოკუსირებულია თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე, კომპლექსური ტექნოლოგიური გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაზე საფინანსო სექტორში.

სამსახურის მუშაობა მოიცავს კომპლექსური სისტემების განვითარებას Java-ს გამოყენებით, სამომხმარებლო ინტერფეისების შექმნას Angular-ის საშუალებით, ასევე ბანკის შიდა ციფრული პლატფორმების გაუმჯობესებასა და AI/ავტომატიზაციის გადაწყვეტილებების შემუშავება-დანერგვას.


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: summerinternship@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო მინიმუმ 1 მიმართულება (ამის გარდა, ინტერესების გათვალისწინებით, თქვენი კანდიდატურა შეიძლება განიხილოს განხვავებულ მიმართულებებში):