საზაფხულო სტაჟირება უცხოური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2025
საქართველოს ბანკი და გალტ ენდ თაგარტი აცხადებს საზაფხულო სტაჟირებას სტუდენტებისთვის, რომლებიც განათლებას იღებენ საზღვარგარეთ.
რას მოიცავს პროგრამა?
სტაჟირების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, პროფესიონალი გუნდისა და გამოცდილი მენტორების ჩართულობით, მიიღოთ გამოცდილება გამოწვევებით სავსე, მრავალფეროვან გარემოში, გაეცნოთ როგორ ფუნქციონირებს ბანკის თქვენთვის საინტერესო მიმართულება და ჩამოაყალიბოთ ღირებული ურთიერთობები.
სტაჟირების ფარგლებში თითოეული მონაწილე ჩაერთვება კონკრეტული დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში და იმუშავებს პროფესიონალ გუნდთან ერთად. სტუდენტს ეყოლება მენტორი, რომელიც ხელს შეუწყობს მის განვითარებას, განუსაზღვრავს ამოცანებს და გაუზიარებს უკუკავშირს. პროგრამა იძლევა შესაძლებლობას, პრაქტიკულად შეისწავლოთ ბანკის კონკრეტული მიმართულება, გაიუმჯობესოთ პროფესიული უნარები და განსაზღვროთ თქვენი კარიერული ინტერესები.
გამოცდილების მიღება შესაძლებელია შემდეგ მიმართულებებში:
ბიზნეს ბანკინგი - კორპორაციული (CB) / საშუალო ბიზნესი (SME)
საშუალო ბიზნესის გაყიდვები - სტრატეგიული განვითარება (SME)
საინვესტიციო ბანკინგი (Galt & Taggart)
საბროკერო საქმე (Galt & Taggart)
ხაზინა
გლობალური საბანკო ბიზნესის მიმართულება
მონაცემთა ანალიტიკა (შიდა კონტროლის დეპარტამენტი)
მომხმარებელთა ლოიალურობის პროგრამის მართვა
ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი
რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
უნივერსიტეტში საქართველოს ფარგლებს გარეთ ირიცხებოდეთ
იყოთ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი
გაინტერესებდეთ საფინანსო სექტორი
გამოირჩეოდეთ მოტივაციითა და ენთუზიაზმით
გქონდეთ ძლიერი კომუნიკაციის უნარები
რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?
რეზიუმეების გადარჩევა
ორეტაპიანი გასაუბრება ადამიანური კაპიტალის მართვის და შესაბამისი ბიზნესმიმართულების წარმომადგენელთან.
*რიგ შემთხვევებში, მიმართულების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლოა დაემატოს შერჩევის კიდევ ერთი ეტაპი.
დამატებითი დეტალები:
ხანგრძლივობა: 6-დან 8 კვირამდე (თარიღები ინდივიდუალურად შეთანხმდება შერჩეულ კადიდატებთან)
ფორმატი: On Site / ჰიბრიდული (მიმართულების მიხედვით) — საქართველოს ბანკის სათავო ან სხვა ოფისი, თბილისი.
საზაფხულო სტაჟირებით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 19 მაისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადი, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე და, სურვილის შემთხვევაში, მოკლე სამოტივაციო წერილი, რომელშიც გაგვეცნობით და მოგვიყვებით თქვენი ინტერესების შესახებ.
*გაითვალისწინეთ: გასაუბრებები ტარდება აპლიკაციების მიღების პარალელურად, ამიტომ რეკომენდირებულია განაცხადის ადრიანად გამოგზავნა.
მიმართულებების საქმიანობა:
ბიზნეს ბანკინგი (კორპორაციული ან SME — ანალიტიკა / გაყიდვები)
ბიზნეს ბანკინგი მოიცავს ორ მიმართულებას — კორპორაციული კლიენტები (CB) და საშუალო ბიზნესის კლიენტები (SME).
სტაჟიორები ერთვებიან ანალიტიკურ ან გაყიდვების მიმართულებაში, სადაც სწავლობენ:
ანალიტიკა — კლიენტების ფინანსური მდგომარეობის შეფასება, საკრედიტო განაცხადების მომზადება, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი
გაყიდვები — კლიენტებთან ურთიერთობის მართვა, მათი საჭიროებების გაგება და შესაბამისი საბანკო პროდუქტების შეთავაზება, კლიენტთა ინფორმირებულობასა და კმაყოფილებაზე ზრუნვა.
საშუალო ბიზნესის გაყიდვები – სტრატეგიული განვითარება
მიმართულება ფოკუსირებულია საშუალო ბიზნესკლიენტების გამოცდილების გაუმჯობესებაზე, სერვის მოდელის განვითარებასა და მომგებიანი ზრდის მხარდაჭერაზე. საქმიანობაში შედის სტრატეგიული პროექტების მართვა, KPI და მოტივაციის სისტემების დანერგვა, სერვის მოდელის გაუმჯობესება, შიდა კომუნიკაციის გაძლიერება, მონაცემთა ანალიზი და ძირითადი პროცესების ოპერაციული მხარდაჭერა.
საინვესტიციო მიმართულება (Galt&Taggart: საინვესტიციო ბანკინგი / საბროკერო საქმე)
საინვესტიციო ბანკინგი მუშაობს კაპიტალის ბაზრებზე, ტრანზაქციების სტრუქტურირებასა და ფინანსურ კონსულტაციებსა და მოდელირებაზე, ობლიგაციების ემისიაზე.
საბროკერო საქმიანობა კი მოიცავს ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვას, ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობასა და ბაზრის ანალიზს.
ხაზინის დეპარტამენტი
მიმართულება ეხება ბანკის ლიკვიდობისა და ფულადი სახსრების მართვას.სტაჟირების ფარგლებში შესაძლებელია გაცნობა სადილინგო ოპერაციებთან — ვალუტის გაცვლა, ფასიანი ქაღალდები და ბაზრის ანალიზი.
გლობალური საბანკო ბიზნესი
მიმართულება ფოკუსირებულია უცხოურ და ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობებზე და საერთაშორისო ოპერაციებზე.სტაჟირებისას შესაძლებელია პროცესების გაცნობა, როგორიცაა გადარიცხვები, რეპორტინგი და პარტნიორული კოორდინაცია, ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და ვაჭრობა-ფინანსირების პროდუქტების მხარდაჭერა.
მონაცემთა ანალიტიკა (შიდა კონტროლის დეპარტამენტი)
მიმართულება ფოკუსირებულია ბანკის შიდა და გარე თაღლითობების დროულ აღმოჩენასა და პრევენციაზე. მოიცავს საკრედიტო, არასაკრედიტო და ტრანზაქციული რისკების ანალიზს. გამოიყენება როგორც სტატისტიკური მეთოდები, ისე მანქანური სწავლების ალგორითმები, რათა გამოვლინდეს საეჭვო ქცევები და ანომალიები. გუნდი მუშაობს ბანკის მონაცემთა სისტემებთან ინტეგრირებულად და უზრუნველყოფს პრევენციულ გადაწყვეტილებებს ბიზნესთან თანამშრომლობით.
მომხმარებელთა ლოიალურობის პროგრამა
მიმართულება ფოკუსირებულია ლოიალურობის პროგრამების განვითარებასა და პარტნიორებთან შეთავაზებების მართვაზე. აქტივობები დაკავშირებულია ისეთ პროგრამებთან, როგორიცაა Plus და American Express ბარათების ფარგლებში განხორციელებული კამპანიები, ანალიზი და კომუნიკაცია.
ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი
პასუხისმგებელია საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების განვითარებაზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ციფრული არხების მეშვეობით ბიზნესის ზრდაზე. დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს ინოვაციური საბანკო სერვისების შექმნას, ბაზრისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზს, ტექნოლოგიური ტრენდების დანერგვასა და გაყიდვების სტრატეგიულ მართვას ციფრულ გარემოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: summerinternship@bog.ge