საზაფხულო სტაჟირება უცხოური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2023
საქართველოს ბანკი აცხადებს საზაფხულო სტაჟირებას სტუდენტებისთვის, ვინც განათლებას იღებს საზღვარგარეთ.
სტაჟირების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, პროფესიონალი გუნდისა და მენეჯერული პოზიციის მენტორების ჩართულობით, მიიღოთ გამოცდილება გამოწვევებით სავსე, მრავალფეროვან გარემოში, გაეცნოთ როგორ ფუნქციონირებს ბანკის თქვენთვის საინტერესო მიმართულება და ჩამოაყალიბოთ ღირებული ურთიერთობები.
გამოცდილების მიღება შესაძლებელია საბანკო, საინვესტიციო, საბროკერო, კვლევითი საქმიანობის, მონაცემთა მეცნიერების, მარკეტინგის, ციფრული არხების განვითარების და სხვა სფეროებში.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა:
- უნივერსიტეტში საქართველოს ფარგლებს გარეთ ირიცხებოდეთ;
- იყოთ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
- გაინტერესებდეთ საფინანსო სექტორი;
- გამოირჩეოდეთ მოტივაციითა და ენთუზიაზმით;
- გქონდეთ ძლიერი კომუნიკაციის უნარები.
პროგრამის ვადები: 2-დან 8 კვირამდე (სტაჟირების თარიღები ინდივიდუალურად შეთანხმდება წარმატებულ კადიდატებთან).
პროგრამის ფორმატი: On-site, თბილისში, საქართველოს ბანკის სათავო ან სხვა ოფისი.
საზაფხულო სტაჟირებით დაინტერესების შემთხვევაში, 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით შეავსეთ განაცხადი, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე და, სურვილის შემთხვევაში, მოკლე სამოტივაციო წერილი, რომელშიც გაგვეცნობით და მოგვიყვებით საკუთარი ინტერესების შესახებ.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატებთან გასაუბრება წარმოებს აპლიკაციების მიღების პროცესის პარალელურად და რეკომენდირებულია აპლიკაციის ადრიანად გამოგზავნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - (032 2 444 444) 4168.