სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას
სახელფასო პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე

თუ შენ:

  • გაინტერესებს საქართველოში მოქმედ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და მოლაპარაკებების წარმოება სახელფასო პროექტების ფარგლებში;

  • გსურს განიმტკიცო და განავითარო კომუნიკაციის უნარები;

  • შეგიძლია დააინტერესო პოტენციური მომხმარებელი, ჩართო მოლაპარაკებაში და წარუდგინო შეთავაზება;

  • შეგიძლია წარდგე ფართო აუდიტორიის წინაშე, მოიპოვო ნდობა და ინტერესი;

  • გესმის მომხმარებლის საჭიროებები და ხედავ მათ დაკმაყოფილების გზებს;

  • გაქვს საბანკო პროდუქტებისა და პროცესების ცოდნა და ამ სფეროში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება;

  • ხარ აქტიური, კომუნიკაბელური, გუნდური და გამოწვევებზე ორიენტირებული ადამიანი —

მაშინ ჩვენ გელოდებით საქართველოს ბანკის საცალო სეგმენტის მართვის გუნდში!

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო და მნიშვნელოვან პოზიციას პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში;

  • ყოველდღიურ თანამშრომლობას წამყვან ბიზნეს ექსპერტებთან;

  • მოლაპარაკებებში მონაწილეობას მნიშვნელოვანი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების პირველ პირებთან.

ძირითადი ფუნქციები:

  • პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება;

  • სახელფასო პროექტების შეთავაზება პოტენციურ კლიენტებს;

  • ადგილზე ვიზიტების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება;

  • არსებული პორტფელის მართვა და განვითარება.

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;

  • მოლაპარაკებებისა და გაყიდვების უნარები;

  • კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები;

  • ორგანიზებულობა, ენერგიულობა და მიზნებზე ორიენტირებულობა;

  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

  • ინგლისური ენის ცოდნა.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 11 მარტი, 2026 წელი.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით