მონაცემთა ანალიტიკოსი და მონაცემთა მეცნიერი | საქართველოს ბანკი


საქართველოს ბანკში ჩვენ გვჯერა, რომ მდგრადი პროგრესი იწყება ადამიანების გაძლიერებით, მათი სრული პოტენციალის გამოვლენით, თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრებით და ინოვაციებით.


საქართველოს ბანკში ყოველთვის გვაქვს სურვილი ვიცნობდეთ პროფესიონალებს სხვადასხვა მიმართულებით.  თუ გატაცებული ხართ მონაცემებით და გაინტერესებთ, რას ვაშენებთ ჩვენ, აუცილებლად გამოგვეხმაურეთ.


ფორმატი: ჰიბრიდული | თბილისი

ვის ვეძებთ

ტალანტებს რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ ერთ-ერთ ან ორივე მიმართულებაში:

მონაცემთა ანალიტიკა

  • მონაცემების ანალიზი, გარდაქმნა და ვიზუალიზაცია ბიზნეს-გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად

  • ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და ავტომატიზაცია

  • დიდ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა — გაწმენდა, სტრუქტურირება და ცვლადების გენერირება

  • დასკვნების მკაფიოდ წარდგენა სტეიკჰოლდერებთან

  • სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა (მარკეტინგი, პროდუქტი, გაყიდვები და სხვ.)

მონაცემთა მეცნიერება

  • ბიზნეს პრობლემის გაანალიზება და მისი გარდაქმნა სტატისტიკური და მანქანური სწავლების ამოცანად.

  • მოდელის შემუშავება,  შეფასება და დანერგვა.

  • მონაცემების მოძიება სხვადასხვა წყაროდან, დამუშავება და მომზადება მოდელისთვის

  • LLM-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების კვლევა და გამოყენება

  • ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით

  • მოდელის შედეგების გაზიარება როგორც ტექნიკური, ასევე არატექნიკური აუდიტორიისთვის

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტექნიკური უნარები

ანალიტიკის მიმართულება:


  • Python (PySpark — დამატებითი უპირატესობა), SQL

  • Power BI ან მსგავსი BI ინსტრუმენტები

  • სტატისტიკის საფუძვლები

  • LLM-ებთან და პრომპტ-ინჟინერიასთან მუშაობის გამოცდილება

  • ინგლისური — B2 დონე

მონაცემთა მეცნიერების მიმართულება:

  • Python მაღალ დონეზე (PySpark — დამატებითი უპირატესობა), SQL

  • ML, Libraries

  • სტატისტიკის საფუძვლები

  • LLM-ებთან და პრომპტ-ინჟინერიასთან მუშაობის გამოცდილება

  • ინგლისური — B2 დონე

განათლება:მათემატიკა, სტატისტიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ეკონომიკა ან სხვა მონათესავე მიმართულება.

როგორ მუშაობს პროცესი:

  1. გამოგვიგზავნეთ თქვენი CV;

  2. მოთხოვნების გათვალისწინებით დაგიკავშირდებით ინტერვიუს დასაგეგმად;

  3. ინტერვიუს დროს ერთობლივად დავგეგმავთ სამომავლო კომუნიკაციას.

იმედი გვაქვს გავიცნობთ ერთმანეთს!


გამოაგზავნეთ განაცხადი