სს "საქართველოს ბანკის" მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების ანალიზის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების ანალიზის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • დეპარტამენტის დირექტორთან ერთად, სამსახურის სტრუქტურის და ბიზნეს პროცესების ფორმირება/ცვლილება დეპარტამენტის საერთო ბიზნეს ამოცანების შესაბამისად;

  • დეპარტამენტის დირექტორთან ერთად, წლიური ბიუჯეტის ფორმირებასა და შესრულების კონტროლში მონაწილეობა; პერსონალის ხარჯების დაგეგმვა: ხელფასი, ბონუსი, ვაკანსიები, განვითარება/ტრენინგები;

  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან და შიდა მარეგულირებლებთან, კომპანიის შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით;

  • დაქვემდებარებული პერსონალის პროცესების მართვა (შერჩევა, როტაცია, ბენეფიტები, გათავისუფლება და სხვ.);

  • თანამშრომელთა განვითარება: ქოუჩინგი/მენტორინგი, შესრულების შეფასება და საჭირო ტრენინგების განსაზღვრა;

  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ბიზნეს ამოცანების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;

  • რისკების მენეჯერების მიერ საკრედიტო განაცხადების დროული დამუშავების კონტროლი;

  • მესამე დონის კომიტეტში მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღება;

  • მსესხებელთა მონიტორინგის პროცესის წარმართვა/კონტროლი;

  • პორტფელში არსებული ვადაგადაცილებების კონტროლი, მიზეზების გარკვევა და გამოსავლის მოძებნა;

  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვა/გაუმჯობესება;

  • საკრედიტო პორტფელზე ადეკვატური რეზერვის განსაზღვრა;

  • დაქვემდებარებული პერსონალისთვის ამოცანების დასახვა და მათი შესრულების კონტროლი;

  • სარეიტინგო სისტემის საშუალებით მსესხებლებზე რეიტინგის გამოყვანა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:უმაღლესი -  ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესი, ფიზიკა, მათემატიკა, ბუღალტერია ან აუდიტი;

სამუშაო გამოცდილება:მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შემდეგი მიმართულებებიდან ერთ-ერთში: ბიზნეს დაკრედიტების საკრედიტო რისკების მართვა, აუდიტი, კორპორატიული საბანკო მომსახურება;

სასურველი ცოდნა/უნარები:

  • ფინანსური უწყისებისა და კოეფიციენტების ანალიზი;

  • ფინანსური და ბიზნეს ანალიზი;

  • ფინანსური აღრიცხვა, ბიუჯეტირება და ხარჯების მართვა;

  • დაბეგვრის საბაზისო ცოდნა;

  • საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ბაზის ცოდნა (აქტივების კლასიფიკაცია, კაპიტალის ადეკვატურობა, კრედიტების კონცენტრაცია და სხვ.);

  • საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ;

  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

  • მართვა და ლიდერობა;

  • პროექტების მართვა;

კომპიუტერული პროგრამები:

  • MS Excel, MS Word, MS PowerPoint, MS Outlook;

  • სპეციფიური პროგრამები: Va-Bank, Crif, Moody's.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV და დააჭიროთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი".რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 26 ივნისი, 2026 წელი.


გამოაგზავნეთ განაცხადი