სს „საქართველოს ბანკის“ საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას საშუალო ბიზნესის პერსონალური ბანკირის პოზიციაზე თბილისში.



ძირითადი მოვალეობები:


  • პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა:

  • საინტერესო და პერსპექტიული კლიენტების მოძიება, ინფორმაციის მიწოდება და პოტენციური კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით;

  • არსებული მომხმარებლების მუდმივი ინფორმირება და ახალი პროდუქტების შეთავაზება.

  • სესხების მართვა (ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხის რეგულირება რაც დაკავშირებულია კორპორატიული სესხების დამუშავებასა და გაცემასთან);

  • საკრედიტო პორტფელის მართვა (მონიტორინგი, ვადაგადაცილებული სესხების მართვა);

  • ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (აღრიცხვა, რეპორტინგის წარმოება, გაყიდვებთან დაკავშირებული შენიშვნების მომზადება, მონაცემთა ბაზების განახლება);

  • პორტფელის სტატუსის მუდმივი მონიტორინგი.

  • პორტფელის ზრდის ხელშეწყობა. 

  


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;


სამუშაო გამოცდილება: მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, ბანკირის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ ერთი წელი


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

 

  • ძირითადი ფინანსური უწყისების ცოდნა ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;

  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა,9 მარტი, 2026 წელი.

გამოაგზავნეთ განაცხადი