სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტში, საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

 

  • საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის და მოცულობის ზრდა, პორტფელის ზრდა და ხარისხის შენარჩუნება;

  • დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა და კოორდინაცია: ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, გეგმების შესრულების და მუშაობის ხარისხის კონტროლი, ახალი სტანდარტების მიწოდება, დანერგვა, შეფასება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა;

  • საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი მარკეტინგის წარმოების დაგეგმვა და ჯგუფის ხელმძღვანელობა;

  • მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;

  • ჯვარედინი გაყიდვები – კომპანიის პროდუქტების სრული სპექტრის შეთავაზება;

  • საკრედიტო ექსპერტთან ერთად მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;

  • სესხების პერიოდული შერჩევითი მონიტორინგი;

  • რეაგირება ცვლილებებზე კრედიტის მიმდინარეობის პერიოდში, პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაწყვეტის გზების შერჩევა და საკითხის განხილვა შესაბამის კომიტეტზე;

  • პრობლემური სესხის მართვა;

  • საკრედიტო ასისტენტის ონ-ჯობ ტრენინგი და შედეგის შეფასება: გადანაწილება, პრაქტიკის მართვა-კონტროლი, ასისტენტის შეფასება და დეპარტამენტის მენეჯმენტთან რეკომენდაციების წარდგენა.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

 

სამუშაო გამოცდილება:

 

  • ბიზნეს დაკრედიტების და გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.


  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

 

  • ბიზნეს დაკრედიტების პროდუქტების ცოდნა;

  • დაკრედიტების იურიდიული ასპექტები (სავალდებულო დოკუმენტაცია);

  • ფინანსური ანალიზი (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების უწყისი);

  • ზოგადი მენეჯმენტის საწყისები;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

  • გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია; 

  • ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი;

  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

  • სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი;

  • სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია;

  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;

  • ლიდერობა, პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, ინიციატივა, ენერგიულობა, აქტიურობა;

  • პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი. 


გელოდებით, მოგვიყევი შენზე!



რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 იანვარი, 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი